FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

მარვიიკს ჰიუნტელაარი და ვან დერ ვაარტი არ სჭირდება

28-06-2012
7 კომენტარი

ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბერტ ვან მაარვიკმა ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციას განუცხადა, რომ მომავალში რამდენიმე ფეხბურთელი აღარ დასჭირდება.

De Telegraaf-ის ცნობით, ჰოლანდიელი სპეციალისტის "შავ სიაში" მოხვდნენ ლონდონის "ტოტენჰემის" ნახევარმცველი რაფაელ ვან დერ ვაარტი, "შალკეს" თავდამსხმელი კლას იან ჰიუნტელაარი, "მალაგას" მცველი- იორის მატაისენი, "ევერტონის" ფეხბურთელი ჯონი ჰეითინგა და გერმანული "შტუტგარტის" მცველი ჰალიდ ბელახრუზი.

ევრო 2012-ის მსვლელობისას მაარვიკს ხშირად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ძირითად შემადგენლობაში არ აყენებდა ვან დერ ვაარტსა და ჰიუნტელაარს. დანიელებთან(0:1) და გერმანელებთან(1:2) წარუმატებლობის შემდეგ "ნარინჯისფერთა" მთავარმა მწვრთნელმა ისინი ძირითად შემადგენლობაში დააყენა და მიუხედავად იმისა, რომ რაფაელმა ანგარიში გახსნა, ჰოლანდიის ნაკრებმა მაინც ვერ შეძლო ამ ტურნირზე ქულის მოპოვება.

შეგახსენებთ, რომ ორი წლის წინ მაარვიკმა ჰოლანდიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე მიიყვანა, სადაც ისინი დამატებით დროში ესპანეთთან დამარცხდნენ.

https://www.fci.ge/uploads/posts/2012-06/1340821469_b55c864f9463.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi