FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

კასილასი: ისტორიის ჩაწერა გრძელდება

28-06-2012
62 კომენტარი

ესპანეთის ნაკრების მეკარემ, იკერ კასილასმა გუშინდელი ტრიუმფის შემდეგ განაცხადა, რომ ესპანეთის ნაკრების ეს თაობა აგრძელებს ისტორიის ჩაწერას.

 

გუშინ ევრო 2012-ის 1/2 ფინალში ესპანეთმა პორტუგალია პენალტების სერიაში დაამარცხა. გადამწყვეტი პენალტი ცესკ ფაბრეგასმა გაიტანა პირენიელთა კარში და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა (4:2).

 

"სერხიო რამოსის თერთმეტმეტრიანი? როდესაც ფეხბურთელი პანენკას სტილის პენალტს ურტყამს მას ყოველთვის სჭირდება სიმამაცე, რათა ამის გაკეთება გაბედოს - ვფიქრობ, რომ რამოსს ეყო სიმამაცე ამისთვის."

 

"არვიცი რატომ, მაგრამ დღეს დილით გული მიგრძნობდა, რომ საქმე თერთმეტმეტრიანების სერიამდე მივიდოდა. საბოლოოდ ძლიერმა გაიმარჯვა და ჩვენ კვლავ ფინალში ვართ - ეს გასაოცარია."

 

"ესპანეთს დიდებული გუნდი ჰყავს და ჩვენ კვლავ განავაგრძობთ ისტორიის ჩაწერას. წინ ურთულესი მატჩი გველის - ევრო 2012-ის ფინალი ადვილი არ იქნება. 1 დღეც და უკვე მომზადებას დავიწყებთ მისთვის."

 

როგორც მოგეხსენებათ გუშინ პენალტი კრიშტიანუ რონალდუმ არ დაარტყა. Goal-ის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კრიშტიანუს სურდა უკანასკნელი თერთმეტმეტრიანი დაერტყა და მატჩის გმირი გამხდარიყო, თუმცა მას გეგმები ჩაეშალა. ამ ყველაფერზე კასილასმაც გააკეთა კომენტარი: "რონალდუ ყოველთვის კარგად ურტყამს თერთმეტმეტრიანებს. ვფიქრობ, რომ თავად პორტუგალიელებმა გადაწყვიტეს, რომ მას არ უნდა შეესრულებინა ეს დარტყმა."

https://www.fci.ge/uploads/posts/2012-06/1340839305_www.jpg
მწვანე ზონა

უკან1 2 3 4 წინ

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi