FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

რონალდუ: განადგურებულები ვართ

28-06-2012
102 კომენტარი

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა, კრიშტიანუ რონალდუმ ევრო 2012-ის ნახევარფინალში ესპანეთთან პენალტების სერიაში დამარცხების შემდეგ უიღბლობაზე სინანული გამოხატა.

"გასაგებია, რომ ნახევარფინალში თერთმეტმეტრიანების სერიაში წაგება ყოველთვის ძალიან არასასიამოვნოა, მაგრამ პენალტები- ეს ლატარეაა, ვისაც მეტად გაუმართლა მანვე მოიგო. განადგურებულები ვართ, იმიტომ, რომ ვიცოდით: ჩვენ ფინალში გასვლა შეგვეძლო."

მთლიანობაში პორტუგალიელი ფორვარდი კმაყოფილი დარჩა მისი გუნდის ევრო 2012-ზე გამოსვლით. "როგორც ყოველთვის მთელი ძალებით ვცდილობდი და საკუტარ თავს არ ვზოგავდი, ასე, რომ საკუთარი წვლილით გუნდის თამაშში კმაყოფილი ვარ. ჩემი თვალთახედვით, ევროპის ჩემპიონატი პორტუგალიის ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა."

"ჩვენ ვაჩვენეთ კარგი ფეხბურთი, მოვხვდით ოთხ საუკეთესოში და ვერ მოვიგეთ, მხოლოდ იმიტომ, რომ არ გვეყო იღბალი, მაგრამ პენალტების სერიაში ასე ხდება ხოლმე. საკუთარი თავით უნდა ვიამაყოთ, იმიტომ, რომ გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა. კარგად ვთამაშობდით და ფინალში გასვლას ვიმსახურებდით"- რონალდოს სიტყვებს იტყობინება UEFA-ს ოფიციალური ვებ-გვერდი.

პაოლო ბენტუს შეგირდებმა ევრო 2012-ზე ბრინჯაოს მედლები მოოიგეს. დღეს საღამოს გერმანიასა და იტალიას შორის მეორე ფინალისტი გამოვლინდება.

https://www.fci.ge/uploads/posts/2012-06/1340873225_cristiano-ronaldo-6.jpg
მწვანე ზონა

უკან1 2 3 4 5 6 წინ

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi