FCI.ge
FCI.ge
ლიოვი: გერმანიას ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია |
გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოჰიმ ლიოვმა ეურო 2012-ის 1/2 ფინალის იტალიასთან გასამართი მატჩის წინ განაცხადა, რომ მისი გუნდი მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობს.
"იატალიის ნაკრები ძალიან ძლიერია. კასანო, ბალოტელი და პირლო მსოფლიო დონის შესანიშნავი ფეხბურთელები არიან. პირლო საერთოდ განსაზღვრავს გუნდის თამაშს, მის ტაქტიკას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოედნის ცენტრის ხელში ჩაგდება, ჩვენი გუნდისთვის შესაფერისი რიტმის შექმნა."
ლიოვმა აღნიშნა, რომ "სკუადრა აძურას" თამაშის მანერა შეიცვალა. "შემიძლია ვაღიარო, რომ ბოლო წლები იტალიის ნაკრები ბევრად უფრო შემტევ ფეხბურთს თამაშობს. "ნახევარფინალიშთვის მზად ვართ, ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს, იტალიის დამარცხებით ფინალში გავსლას ვაპირებთ. პრინციპში, გერმანიას ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია."
"დაცვის ცენტრით კმაყოფილი ვარ. ტურნირის მსვლელობისას დიდი სამუშაო გავაკეთეთ. ჩვენი მცველები კასანოსთან და ბალოტელისთან საბრძოლველად მზად არიან. მარიო ძალიან სწრაფი ფეხბურთელია, კასანო შესანიშნავად ფლობს ბურთს, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, ვიცით, თუ რა გველოდება წინ. საკუთარი თამაშის ხარისხს შედეგი გვიჩვენებს."
"ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი ფეხბურთი ვითამაშოთ. იტალიის ნაკრებს თავისი თამაშის კარნახის საშუალებას არ მივცემთ. საკუთარ იდეებს მოედანზე განვახორციელებთ, რადგანაც შერჩეული ფეხბურთელების რესურსი ამის საშუალებას გვაძლევს."
იტალიის ნაკრებს ნახევარფინალისთვის მოსამზადებლად ორი დღით ნაკლები ჰქონდა გერმანელებთან შედარებით. "იტალიელებს საკმაოდ ბევრი დრო ჰქონდათ ამ თამაშისთვის მოსამზადებლად, ასე, რომ ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ"- განაცხადა ლიოვმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.