FCI.ge
FCI.ge
რამოსი: ამბობდნენ, რომ პენალტებისთვის არ ვვარგივარ |
ესპანეთის ნაკრების მცველმა, სერხიო რამოსმა ევრო 2012-ის პორტუგალიასთან 1/2 ფინალური მატჩის შემდეგ ისაუბრა მის მიერ შესრულებულ თერთმეტმეტრიანზე.
"მე არ ვაპირებ დამალვას. ბოლო მომენტამდე არ ვიცოდი, თუ რომელ კუთხეში გადახტებოდა მეკარე. ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ჩემ მიერ შესრულებული ბოლო პენალტის გამო ბევრი ამბობდა, რომ მნიშვნელოვანი მომენტებისთვის მზად არ ვარ. ამიტომ ახლა მე სიამაყეს ვგრძნობ და რა თქმა უნდა, საკუტარ ძალებში თავდაჯერებული ვარ."
"დიახ, ეს იყო სარისკო, მაგრამ საკუთარი ძალების მჯეროდა, მითუმეტეს, რომ დარტყმის წინ ვხედავდი, რომ მეკარემ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და დაიწყო მოძრაობა კარის ცენტრიდან სხვა კუთხის მიმართულებით. მხოლოდ პენალტის ზუსტად შესრულებაღა დამრჩენოდა. ეს ძალიან კარგი გამოცდილებაა ჩემთვის."
რამოსმა ასევე განაცხადა, რომ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ კარგად იცოდა, თუ რა შეეძლო მის მიერ შერჩეულ ყველა პენალტის დამრტყმელს.
"საკუთარ შეცდომებზე უნდა ისწავლო და მეც ასე მოვიქეცი. მწვრთნელი ყველას ძალიან კარგად გვიცნობს და მის გადაწყვეტილებაში- მომნდომოდა მე, არაფერი გასაოცარი არ არის. მითუმეტეს, რომ დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ და მან იცის, რომ ცოტათი გიჟი ვარ."
მცველმა აღიარა, რომ ეს მომენტი ალბათ სამუდამოდ დარცება მის კარიერასა და ნათესავების გონებაში.
"ყველაზე კარგად მათ დაამახსოვრდებათ ესპანეთის ნაკრების კვირას გამარჯვება. ამისთვის მთელი წელი ბევრს ვმუშაობდით. რა თქმა უნდა, თუ ვერ მოვიგებთ ფინალში, არაფერი საშინელი არ მოხდება, მაგრამ ძალიან გვინდა ზედიზედ მესამე სანაკრებო ტიტულის მოპოვება"- განაცხადა 26 წლის მცველმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.