FCI.ge
FCI.ge
დელ ბოსკე: იღბალმა ზურგი არ გვაქცია |
ვისენტე დელ ბოსკე თავის გუნდს მაქსიმალურად დახარჯვისკენ მოუწოდებს, რათა ისინი ზედიზედ მესამედ გახდნენ დიდი ტურნირის გამარჯვებულები.
ესპანეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლა პენალტების შედეგად მოახერხა. დონეცკში ძირითადი და დამატებითი დრო 0-0 დასრულდა. თერთმეტმეტრიანებში კი პორტუგალიელებზე ზუსტი ესპანელები აღმოჩნდნენ.
დელ ბოსკეს თამაშის უფრო მეტად მომატება და კვირას ფინალურ მატჩში ისტორიაში კიდევ ერთი ფურცლის ჩაწერა სურს. ''ფურია როხას'' მეტოქე დღეს მეორე ნახევარფინალურ მატჩში გაირკვევა, სადაც ურთიერთობას იტალია და გერმანია გაარკვევენ.
''ფეხბურთელებმა ამდენი თამაში ჩაატარეს და მათ თავისი მაქსიმუმი განსაკუთრებით 1 მატჩში აჩვენეს. ძალიან თანაბარი თამაში იყო, მაგრამ დამატებითი დრო ცოტათი უკეთესი გამოგვივიდა. პორტუგალია ოდნავ დაღლილი გამოიყურებოდა, მაგრამ მათ შექმნეს რამდენიმე მომენტი იქამდე. არ იყო ადვილი მათი დაცვის ჩამოშორება''
''ისინი ჩინებულად იცავდნენ თავს და ბევრი მომენტები არ გვქონია, ამიტომ ძირითადი დრო სრულიად თანაბარი გამოდგა. დამატებითი წუთები ოდნავ განსხვავებული იყო, პენალტების სერიაში კი იღბალმა ზურგი არ გვაქცია''
''მეორე ნახევარფინალი შესანიშნავი შეხვედრა იქნება და ვინც არ უნდა იყოს ჩვენი მეტოქე, ფინალიც დიდი მატჩია, მაგრამ ჩვენ არ გვაინტერესებს ვინ დაგვიპირისპირდება გადამწყვეტ ბრძოლაში.''
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.