FCI.ge
FCI.ge
გერმანია - იტალია
ჩემპიონატი: ევრო 2012, 1/2 ფინალი
თარიღი: 28 ივნისი, 22:45 სთ
ადგილი: პოლონეთი, ვარშავა, "ეროვნული სტადიონი"
მსაჯი: სტეფან ლანუა (საფრანგეთი)
შემადგენლობები:
გერმანიის წინასამატჩო მდგომარეობა
დორტმუნდის ბორუსიის გერმანელმა ნახევარმცველმა ილკაი გიუნდოგანმა ტერფის ტრავმა მიიღო, რის გამოც იგი ვერ დაეხმარება ნაკრებს, თუმცა ის ფაქტიც აღსანიშნავია, რომ მას ჯერ 1 მატჩიც არ ჩაუტარებია ევრო 2012-ზე და სწორედ ამიტომ ლიოვისთვის მისი არყოფნა დიდი დანაკლისი არ იქნება.
მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელმა ბასტიან შვაინშტაიგერმა ბოლომდე მოირჩინა ტრავმა და მისი თამაში უკვე კითხვისნიშნის ქვეშაც არ დგას.
იტალიის წინასამატჩო მდგომარეობა
იუვენტუსის მცველმა ჯორჯო კიელინიმ ჯგუფური ეტაპის მატჩში ტრავმა მიიღო, რის გამოც ინგლისთან მატჩის გამოტოვება მოუწია. იტალიელები იტყობინებიან, რომ კიელინი ამჟამად მწყობრშია და იგი შეძლებს გერმანიის წინააღმდეგ თამაშს.
ასევე ტრავმა მოირჩინა ტიაგო მოტამაც და სავარაუდოდ დღეს რიკარდო მონტოლივოს ნაცვლად იგი დაიწყებს პირველივე წუთებიდან თამაშს.
საინტერესო ფაქტები
პრომო
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.