FCI.ge
FCI.ge
ალბა ბარსელონაში გადავიდა |
კატალონიის "ბარსელონამ" და "ვალენსიამ" ხორდი ალბას ტრანსფერის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.კატალონიური გრანდი "ღამურებს" 14 მლნ. ეუროს გადაუხდის, ხოლო თვითონ ალბა "ბარსელონასთან" ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
23 წლის ფეხბურთელი ამ მომენტისთვის ესპანეთის ეროვნული ნაკრების მაისურით გამოდის ევრო 2012-ზე, სადაც უკვე გახდა ტურნირის ერთ-ერთი აღმოჩენა. მას ამ ტურნირზე ერთი საგოლე პასი აქვს გაკეთებული.
მარცხენა მცველის პოზიცია ჯერ კიდევ პრობლემატური იყო "ბარსელონასთვის." ერიკ აბიდალს ორი წლია ღვიძლის კიბო აწუხებს და ცოტა ხნის წინ მან მძიმე ოპერაცია გადაიტანა. ამავე პოზიციაზე თამაშობდა ადრიანო, რომელიც ალბას მოსვლის შემდეგ, ძნელი სავარაუდო არაა, რომ გუნდის შემადგენლობაში იშვიათად გამოჩნდება.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.