FCI.ge
FCI.ge
ფიოლერი: პირლო უნდა შევზღუდოთ |
გერმანია-იტალიის ნახევარფინალური მატჩის წინ რუდი ფიოლერმა იტალიელი ნახევარმცველი ანდრეა პირლო შეაქო.
''ლევერკუზენის'' დირექტორს სჯერა, რომ პირლო ''სკუადრა აძურასთვის'' წამყვან როლს თამაშობს და თანამემამულეებს მის შეზღუდვას ურჩევს, რათა გაზარდონ თავიანთი ფინალში გასვლის შანსები.
'''ჩეზარე პრანდელი მას სრულ თავისუფლებას აძლევს და ანდრეაც შესანიშნავად იყენებს ამას. ის თამაშობს დაცვის წინიდან გამთამაშებლად და თამაშს ალაგებს,მას ასევე შესანიშნავად შეუძლია ფორვარდებისთვის თავისუფალი სივრცის შექმნა. პირლო აჩვენებს, თუ რაოდენ ფასეულია იგი მინდორზე.''
''მისი შეზღუდვა და თამაშიდან გამოთიშვა უდავოდ კარგი აზრია. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის 500-ჯერ მაინც შეეხო ბურთს ინგლისის წინააღმდეგ, იმდენად ხალისიანად აკეთებდა ის ამას. და შემდეგ ფანტასტიური თერთმეტმეტრიანი''
''ახლანდელი იტალია არ არის გუნდი, რომელიც კარში ავტობუსს აყენებს ან თამაშობს ეგრეთწოდებულ ''კატენაჩოს''. პრანდელი 2 თავდამსხმელით თამაშობს, რადგან სათადარიგოთა სკამზე არცერთის გამწესება არ სურს. მას რეზერვში კიდევ ერთი მაღალი დონის ფორვარდი ჰყავს დი ნატალეს სახით, რომელიც ნებისბიერ დროს მზად არის თამაშში ჩასართველად''
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.