FCI.ge
FCI.ge
როისი: პირლო შესანიშნავია |
გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი მარკო როისი თვლის, რომ იტალიის ნაკრები, რომელთანაც თამაში მოუწევთ გერმანელებს ევრო 2012-ის 1/2 ფინალში, ბევრად უფრო აქტიურად იმოქმედებს, ვიდრე ბერძნები, რის გამოც გერმანიის ნაკრები ბევრად თავისუფლად თამაშს შეძლებს.
ოთხშაბათს, ვარშავაში გერმანელები და იტალიელები ერთმანეთს ევრო 2012-ის ფინალის საგზურის მოსაპოვებლად დაუპირისპირდებიან. 1/4 ფინალში იოჰიმ ლიოვის გუნდმა ბერძნები დაამარცხეს(4:2).
"იტალიელებთან მატჩი ბერძნებთან თამაშისგან ბევრად გასხვავებული იქნება. მათთან შედარებით მომდევნო მოწინააღმდეგე უფრო აქტიურად იმოქმედებს, ამის გამო ჩვენ უფრო მეტი თავისუფალი ზონა გვექნება, იმიტომ, რომ იტალია შემტევ ფეხბურთს თამაშობს."
გერმანელი ჰავბეკი დარწმუნებულია, რომ ამჟამინდელ იტალიის ნაკრებთან თამაში ძალიან რთულია. "ანდრეა პირლო შესანიშნავი ფეხბურთელია, მან ეს ინგლისთან მატჩში დაამტკიცა. ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ანდრეამ ვერ გააკეთოს თავისი შესანიშნავი გადაცემები. იტალიელებს ძალიან ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი ჰყავთ, მათ წინა ხაზზე შესანიშნავი თავდამსხმელები- მარიო ბალოტელი და ანტონიო კასანო მოქმედებენ"- განაცხადა მარკო როისმა UEFA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში.
გერმანია-იტალიის მატჩი პოლონეთის ნაციონალურ სტადიონზე, ვარშავაში გაიმართება. ამ თამაშის მთავარი არბიტრი ფრანგი სტეფან ლანუა იქნება.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.