FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

სილვა: საკუთარი ძალების გვჯერა ისე, როგორც არასდროს

1-07-2012
20 კომენტარი

ესპანეთის ნაკრების ჰავბეკმა, დავიდ სილვამ განაცხადა, რომ ის და მისი თანაგუნდელები საკუთარ ძალებში დარწმუნებულები არიან.

"ეჭვ გარეშე, იტალია ძალიან რთული მოწინააღმდეგეა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის ფინალში სხვანაირ მეტოქეს არც უნდა ველოდოთ. უკვე ვთამაშობდით პორტუგალიასთან და საფრანგეთთან, ორ ტოპ კლასის გუნდთან და მათი დამარცხება შევძელით. ჩვენი მიზანი არ შეცვლილა და საკუთარი ძალების გვჯერა, როგორც არასდროს."

შემტევი ნახევარმცველი თვლის, რომ ფინალური მატჩი ესპანეთისა და იტალიის ჯგუფურ ეტაპზე დაპირისპირების მსგავსი არ იქნება. C ჯგუფის პირველი მატჩი ამ ორ ფინალისტს შორის 1:1 დასრულდა, გოლები ანტონიო დი ნატალემ და სესკ ფანრეგასმა გაიტანეს.

"იტალიასთან პირველი მატჩი რთული იყო, თუმცა, მომავალი შეხვედრა ამ თამაშის მსგავსი არ იქნება, რადგანაც ახლა გამარჯვებული და დამარცხებული ვლინდება. ჯგუფური ეტაპის თამაშის წინ, ყველა აცნობიერებდა, რომ დამარცხება კატასტროფული ხასიათის არ იქნებოდა. რა თქმა უნდა, სიტუაცია ახლა სრულიად განსხვავებულია"- დასძინა დავიდ სილვამ.

სილვას აზრით, ზედიზედ მესამე სანაკრებო ტიტულის მოგება ესპანეთის ნაკრებისთვის ისტორიული მიღწევა იქნება. ამასთანავე მას სჯერა, რომ გუნდს კიდევ აქვს შესატანი
ცვლილებები საკუთარ თამაშში.

"ჩვენ ფინალში მისაღწევად მთელი ძალები დავხარჯეთ და, რადგან დასახულ მიზანს მივაღწიეთ ამტკიცებს იმას, რომ მაღალ დონეზე ვთამაშობდით. 2008 და 2010 წლის გუნდის მაგალითს რომ შეგვადარონ, ცხადია, კვლავ უნდა გავიმარჯვოთ. თუკი ამის გაკეთებას შევძლებთ, ისტორიაში შევალთ, თუმცა, ჯერ კიდევ გუნდის თამაშში ცვლილებები უნდა მოვახდინოთ"- განაცხადა დავიდ სილვამ.

https://www.fci.ge/uploads/posts/2012-07/1341097573_0142c90c7cb1.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi