FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

პლატინი: ესპანელთა ფეხბურთს მოსაწყენად არ ვთვლი

1-07-2012
22 კომენტარი

UEFA-ს პრეზიდენტი მიშელ პლატინი არ მიიჩნევს, რომ ესპანეთის ნაკრები ევრო 2012-ზე მოსაწყენ ფეხბურთს თამაშობს.

"ესპანეთმა ბოლო წლებში თავისი გამარჯვებებით დაამტკიცა, რომ შესანიშნავი ნაკრებია, რომელიც ყოველთვის ლამაზ სტილში იმარჯვებდა. დიახ, ისინი ახლა უფრო მეტად კონცენტრირებულნი არიან იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტჯერ ითამაშონ მოედნის ცენტრში, ვიდრე მეტოქის საჯარიმოს წინ, მაგრამ ფეხბურთს, რომელსაც ეს გუნდი აჩვენებს, მოსაწყენად არ ვთვლი"- განაცხადა პლატინიმ პრეს-კონფერენციაზე, კიევში.

ასევე, UEFA-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არ ჰგონია რომელიმე ფეხბურთელმა ევროპის ჩემპიონატზე მისი შედეგიანობის დამხობა შეძლოს. "ევროპის ჩემპიონატზე ცხრა გოლის გატანა რთულია, ყველა რატომღაც ფიქრობს, რომ ეს ადვილია, მაგრამ, ნამდვილად, არ არის ასე. ვფიქრობ, რომ წყნარად ძილი შემიძლია, რადგან წელს ამის განმეორება არამგონია ვინმეს შეეძლოს. ვხუმრობ, რა თქმა უნდა"- დაამატა მან. პლატინიმ 1984 წლის ევროპის ჩემპიონატზე ხუთ მატჩში 9 გოლის გატანა შეძლო. ეს შედეგი ევროპის ჩემპიონატზე მას შემდეგ არავის დაუმხია და დრემდე რეკორდად ითვლება.

პასუხს კითხვაზე, თუ როგორ გაატარა დრო ტურნირზე, UEFA-ს პრეზიდენტმა უპასუხა, რომ წყალს სვამდა. "რა თქმა უნდა, წყალს ვსვამდი"- გაიხუმრა პლატინიმ. "სინამდვილეში ძალიან დავიღალე. მინდა საკუთარ თავს ტურნირის შემდეგ რამდენიმე კვირიანი დასვენება დავპირდე, მაგრამ ძალიან მალე ხომ, ჩემპიონთა ლიგის სავალიფიკაციო ეტაპის მატჩები იწყება. ასე, რომ კარგი დასვენება არამგონია მექნეს."

ასევე, ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ამჯერადაც ისაუბრა ავტომატური სისტემის შემოღების წინააღმდეგ, რომელიც გატანილ გოლს დააფიქსირებს. "მე ტექნოლოგიების წყალობით გოლის გატანის გარკვევის წინააღმდეგი ვარ. ეს ჩემი აზრია და ამას მუდამ მხარს დავუჭერ. დიახ, იყო შეცდომა უკრაინა-ინგლისის მატჩში, მაგრამ გოლის გატანამდე თამაშგარე მდგომარეობა იყო. მითხარით, გვჭირდება, თუ არა თამაშგარე მდგომარეობის გამრკვევი სისტემის შემოღება? ეს უკვე მეტისმეტი იქნებოდა"- განაცხადა მიშელ პლატინიმ.

https://www.fci.ge/uploads/posts/2012-07/1341097612_8b17991476c2.jpg
მწვანე ზონა

უკან1 2 წინ

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi