FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

პალიუკა: კასილასი და ბუფონი საუკეთესოები არიან

30-06-2012
34 კომენტარი

იტალიის ყოფილმა მეკარემ ჯანლუკა პალიუკამ განაცხადა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში მსოფლიოში საუკეთესო გოლკიპერები ჯანლუიჯი ბუფონი და იკერ კასილასი არიან.

გამოცდილი დუეტი ერთმანეთის პირისპირ კვირას ევროპის ჩემპიონატის ფინალში წარსდგება და მარტო ამის გათვალისწინებითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტოპ კლასის მატჩი გველოდება.

''ისინი არიან მეკარეები, რომლებიც რამდენიმე წელია დომინირებენ მსოფლიო ფეხბურთში, თუმცა ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ბუფონი მაღალია და პოზიციის შერჩევის შესანიშნავი გრძნობა აქვს, კასილასი კი ძალიან საიმედოა.''

'' თუ იტალია გაიმარჯვებს, ჯიჯის მსოფლიოსთან ერთად ევროპის ჩემპიონატიც ექნება მოგებული და ტიტულებით გაუთანაბრდება კასილასს. როგორც არ უნდა იყოს ეს 2 მეკარე ბოლო 10 წლის განმავლობაში საუკეთესოები არიან და მთლიანი საფეხბურთო ისტორიის მანძილზე თავიანთი კვალი დატოვეს''

პალიუკამ ასევე თქვა, რომ ესპანეთს გერმანიასთან ერჩივნა ფინალში თამაში და ის გრძნობს, რომ ჩეზარე პრანდელის გუნდი ჩემპიონატს მოიგებს.

''მიუხედავად იმისა, რომ პრესაში ფავორიტად ესპანეთი ითვლება, ჩვენ არ გვეშინია. ჩემი აზრით, ესპანელებს ფინალში გერმანიასთან ერჩივნათ შეხვედრა, რომლებიც უფრო მარტივი მეტოქე იქნებოდა მათთვის. ვფიქრობ იტალიას მოგების კარგი შანსი აქვს. ''ფურია როხას'' ნამდვილად ძლიერი გუნდი ჰყავს, მაგრამ შეხედეთ იტალიას, მათმა ენთუზიაზმმა შესაძლოა ყველაფერი შეცვალოს. ჩემი პროგნოზით იტალია 2-1-ს მოიგებს''






https://www.fci.ge/uploads/posts/2012-06/1341069206_sws.jpg
მწვანე ზონა

უკან1 2 წინ

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi