FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

პრანდელი: ესპანეთის არ გვეშინია

1-07-2012
107 კომენტარი

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთთან მატჩამდე განაცხადა, რომ თავისი გუნდი მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონებთან ბოლომდე იბრძოლებს.

„ესპანელებთან წინა მატჩში ჩვენ შესანიშნავი პირველი ტაიმი ჩავატარეთ და ეს უნდა გავიმეოროთ. საიდუმლო არ არის, რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ბალანსი თამაშში. თუ ჩვენ საკუთარ რესურსებს სწორი მიმართულებით გამოვიყენებთ, შანსი აუცილებლად მოგვეცემა. ჩვენ გვჯერა საკუთარი თავის. არანაირი შიში და ხათრი არ გვაქვს ესპანელების წინააღმდეგ. ჩვენ ამ ეტაპამდე სამართლიანად მოვაღწიეთ. წინ რთული ბრძოლა გველის და მოწინააღმდეგე გასამარჯვებლად ყველაფერს გააკეთებს,“ - ციტირებს პრანდელის უეფას ოფიციალური საიტი.

იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მათ წინაშე წარსდგება კარგად კოორდინირებული გუნდი, რომელმაც ბოლო მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატი მოიგო. „ადვილი არაფერი იქნება. ესპანელები ფინალურ დონეზე ბოლო წლებში ძალიან ხშირად თამაშობენ. მათ გაიმარჯვეს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში, ასევე მიაღწიეს ერთხელ ფინალამდე. ეს ნიშნავს, რომ ესპანეთი არა მხოლოდ ძლიერია, არამედ პირდაპირ სამაგალითო ჩვენთვის.“

სკუადრა აძურას თავკაცმა განაცხადა, რომ თავისი გუნდის ფინალში ყოფნა შემთხვევითობა არ არის. „ტურნირის დაწყებიდან მოყოლებული მატჩიდან-მატჩამდე ვუმატებდით და თავიდანვე გვქონდა დიდი ამბიციები. მნიშვნელოვანია, რომ მატჩამდე კარგად მოვემზადოთ, ისევე როგორც გერმანიის შემთხვევაში. ჩვენ მოვუძებნით მეტოქეს სუსტ წერტილს და განვახორციელებთ საჭირო ქმედებებს,“ - შეაჯამა მწვრთნელმა.

ფინალი იტალია - ესპანეთი შედგება კვირას, 1 ივნისს, თბილისის დროით 22:45 სთ-ზე.

https://www.fci.ge/uploads/posts/2012-07/1341097668_cesare-prandeli.jpg
მწვანე ზონა

უკან1 2 3 4 5 6 წინ

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi