FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

პრევიუ: ესპანეთი VS იტალია

1-07-2012
50 კომენტარი

ესპანეთი - იტალია

ჩემპიონატი: ევრო 2012, ფინალი

თარიღი: 1 ივლისი, 22:45 სთ

ადგილი: კიევი, უკრაინა, "ეროვნული სტადიონი"

მსაჯი: პედრო პროენცა (პორტუგალია)

შემადგენლობები:


  • ესპანეთი: Casillas, Arbeloa, Pique, Ramos, Alba, Xavi, Busquets, Alonso, Silva, Fabregas, Iniesta.


  • იტალია: Buffon, Abate, Barzagli, Chiellini, Balzaretti, Marchisio, Pirlo, De Rossi, Montolivo, Balotelli, Cassano.

 

ესპანეთის წინასამატჩო მდგომარეობა

ვისენტე დელ ბოსკეს დღეს გუნდის ნებისმიერი მოთამაშის გამოყვანა შეეძლება მოედანზე, არცერთ მათგანს ტრავმა არ აქვს.

 

აქვე იმასაც გეტყვით, რომ 61 წლის სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იგი იტალიის წინააღმდეგ 3 ფორვარდით ითამაშებს.

 

 

იტალიის წინასამატჩო მდგომარეობა

ჩეზარე პრანდელის გუნდს დღეს მილანის მცველი, იგნასიო აბატე დაუბრუნდება. 25 წლის ფეხბურთელს ტრავმა ჰქონდა, რის გამოც გერმანიის ნაკრებთან ვერ შეძლო თამაში.

 

ასევე დღეს იტალიის გუნდს კრისტიან მაჯო დაუბრუნდება. შეგახსენებთ, რომ მაჯომ გერმანიასთან დაპირისპირება დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.

 

 

საინტერესო ფაქტები

 

  • თუ ესპანეთმა დღეს იტალია დაამარცხა, მაშინ გახდება პირველი ნაკრები, რომელმაც ზედიზედ 3 სანაკრებო ჩემპიონატის მოგება შეძლო.

 

  • ესპანეთი ევროპის ჩემპიონატის ფინალში მეოთხედ გავიდა. აქამდე სამხრეთ ევროპელები 1964, 1984 და 2008 წლებში იყვნენ ამ ტურნირის ფინალში, რომელთაგანაც მხოლოდ ერთი წააგეს (1984).

 

  • ესპანელებს სანაკრებო ტურნირებზე უკანასკნელი 19 მატჩიდან 9 გოლის გაუშვებლად აქვთ მოგებული.

 

  • მთელი ისტორიის მანძილზე იტალიას ესპანეთი 10-ჯერ ჰყავს დამარცხებული, 8-ჯერ პირიქით, 11 შეხვედრა კი ფრედ აქვს დასრულებული.

 

  • იტალია ევრო პირველობის ფინალში სულ 2-ჯერ ყოფილა. აქედან მათ 1 მოიგეს (1968), ერთი კი წააგეს (2000).

 

  • მარიო ბალოტელიმ გერმანიას დუბლი შეუსრულა, რის შემდეგაც ევრო 2012-ის ერთ-ერთ ბომბარდირი გახდა 3 გატანილი გოლით. 

 

  • ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დღეს ესპანეთი 2-1 მოიგებს.

 

 

პრომო

https://www.fci.ge/uploads/posts/2012-07/1341099293_untitled-1.jpg
მწვანე ზონა

უკან1 2 3 წინ

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi