FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

კასილასი: შესანიშნავი მომენტია

2-07-2012
41 კომენტარი

გუშინ ევრო 2012-ის ფინალში ესპანეთმა იტალია 4:0 გაანადგურა. შეხვედრაში პირველი გოლი 14-ე წუთზე ცესკ ფაბრეგასის შესანიშნავი ჩაწოდების შემდეგ, დავიდ სილვამ თავური დარტყმით გაიტანა.

 

ზუსტად 11 წუთში ხორდი ალბამ და ხავიმ შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს, რის შემდეგაც ანგარიში ბარსელონას ახალწვეულმა ორამდე გაზარდა. მატჩის მიწურულს ვისენტე დელ ბოსკემ მოედანზე ორი ჩელსის ფეხბურთელი გამოიყვანა და ორივემ გაამართლა. ფერნანადო ტორესმა 84-ე წუთზე შეძლო გოლის გატანა, 88-ზე კი კვლავ ფერნანდომ იაქტიურა, რის შემდეგაც გოლი მის თანაგუნდელს ხუან მატას გაატანია.

 

"ევროპის ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ მოვიგეთ - მართლაც რომ შესანიშნავი მომენტია ახლა ჩვენთვის. კარგი მატჩი იყო და მიმაჩნია, რომ ხორდი ალბას გოლის(2:0) შემდეგ უკვე ყველაფერი ნათელი იყო." - განაცხადა გახარებულმა იკერ კასილასმა.

 

"ჩვენ გვქონდა იმის შესაძლებლობა, რომ დღეს საკუთარი ძალები ბოლომდე გამოგვეჩინა მოედანზე, იგივეს იტალიელებზე ნამდვილად ვერ ვიტიყვი. მიმაჩნია, რომ ჩეზარე პრანდელის გუნდი დაღლილი იყო ფინალის წინ."

 

"ეს გამარჯვება ყველას დამსახურებაა და სწორედ ამიტომ ახლა ყველა ერთად ამ ტიტულის მოპოვების აღსანიშნავად მივდივართ."

 

შეგახსენებთ, რომ ევრო 2012-ის წინ იკერ კასილასმა განაცხადა, რომ თუ ესპანეთი მოიგებდა ამ ტიტულს იგი სარა კარბონეროს კიდევ ერთხელ აკოცებდა მოედანზე - იკერმა ეს პირობა შეასრულა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ პირველად მათ კამერების წინ ერთმანეთს 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ აკოცეს.

https://www.fci.ge/uploads/posts/2012-07/1341185518_sss.jpg
მწვანე ზონა

უკან1 2 3 წინ

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi