FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

პრანდელი: ბალოტელი წაგებამ გააბრაზა

2-07-2012
45 კომენტარი

გუშინ ევრო 2012-ის ფინალში ესპანეთმა იტალია 4:0 გაანადგურა. შეხვედრაში პირველი გოლი 14-ე წუთზე ცესკ ფაბრეგასის შესანიშნავი ჩაწოდების შემდეგ, დავიდ სილვამ თავური დარტყმით გაიტანა.

 

ზუსტად 11 წუთში ხორდი ალბამ და ხავიმ შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს, რის შემდეგაც ანგარიში ბარსელონას ახალწვეულმა ორამდე გაზარდა. მატჩის მიწურულს ვისენტე დელ ბოსკემ მოედანზე ორი ჩელსის ფეხბურთელი გამოიყვანა და ორივემ გაამართლა. ფერნანადო ტორესმა 84-ე წუთზე შეძლო გოლის გატანა, 88-ზე კი კვლავ ფერნანდომ იაქტიურა, რის შემდეგაც გოლი მის თანაგუნდელს ხუან მატას გაატანია.

 

შეხვედრის დასრულებისთანავე იტალიელთა ფორვარდი, მარიო ბალოტელი გიჟივით შევარდა გასახდელში, თან ისე, რომ ერთ-ერთ იტალიელ მწვრთნელს ეუხეშა. ამ ყველაფერზე ჩეზარე პრანდელიმ ისაუბრა.

 

"ბალოტელი დღევანდელმა წაგებამ გააბრაზა, თუმცა მე მას მაინც დაველაპარაკე და ვუთხარი, რომ ამ ყველაფერს უნდა შეეგუოს, რადგან ასეთი რამ ხშირად ხდება." - განაცხადა ჩეზარე პრანდელიმ.

 

"ასევე მარიოს ისიც ვუთხარი, რომ როცა მატჩს აგებ, მოწინააღმდეგე უნდა შეაქო და თქვა, რომ ისინი უკეთესები იყვნენ - ეს ყველაფერი წინსვლაში დაგეხმარება."

https://www.fci.ge/uploads/posts/2012-07/1341186132_wwwwwwwww.jpg
მწვანე ზონა

უკან1 2 3 წინ

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi