FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

კიელინი: მწუხარება მთელ ტურნირს ვერ წაშლის

2-07-2012
14 კომენტარი

იტალიის ნაკრების მცველმა, ჯორჯო კიელინიმ კომენტარი გააკეთა ევრო 2012-ის ფინალის შედეგზე ესპანეთის ნაკრებთან.

ტურინის "იუვენტუსის" მცველი ტრავმის გამო იძულებული გახდა პირველ ტაიმში დაეტოვებინა მოედანი.

"ძალიან სამწუხაროა. იმედი გვქონდა, რომ სრულიად გასხავავებულად ვითამაშებდით და ტურნირსაც სხვაგვარად დავამთავრებდით. ჩვენ დავიღალეთ, ძალიან დავიღალეთ და ტრავმები ამის დამატკიცებელი საბუთია."

"რომელიღაც ჩვენგანს ძლივს შეეძლო მოედანზე სიარული. ესპანეთის ნაკრებს უნდა მივულოცოთ. მათ დამსახურებულად გაიმარჯვეს და ჩვენზე ძლიერები იყვნენ."

"როდესაც ტიაგო მოტამ ტრავმა მიიღო, მოედანზე 10 კაცით დავრჩით, თუმცა, პირველი 60 წუთი ესპანელებმა საკუთარი შესანიშნავი სტილის წყალობით პრაქტიკულად საგოლე მომენტების გარეშე დაგვტოვეს. უკანასკნელი ნახევარი საათი ისინი, უბრალოდ, აფეთქდნენ, რადგანაც ერთი ფეხბურთელით მეტი ჰყავდათ."

"წაგების გამო ყველანი დამწუხრებულები ვართ, მაგრამ მწუხარება მთელ ტურნირს ვერ წაშლის, რომელზეც ჩვენ კარგად ვთამაშობდით და მილიონობით იტალიელთან ერთად ვოცნებობდით."

"პირველი გოლი ჩვენს კარში? არა, ჩვენ ის ბურთი იმის გამო არ გაგვიშვია, რომ მე ტკივილებს ვგრძნობდი"- განაცხადა კიელინიმ.

https://www.fci.ge/uploads/posts/2012-07/1341225212_1cf8b2534161.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi