FCI.ge
FCI.ge
''ევროლიგის მოგება შეგვიძლია!'' |
ფულჰემის ფორვარდმა ბობი ზამორამ განაცხადა, რომ მას სჯერა თავისი კლუბის წარმატების ევროლიგის გათამაშებაზე. "კოტეჯელებმა" იუვენტუსის განადგურების შემდეგ 1/4 ფინალის პირველ მატჩში ვოლფსბურგი დაამარცხეს ანგარიშით 2:1. ზამორას თქმით ესეთი ბრწინვალე გამარჯვებები საკმარისია ჩემპიონობაზე ფიქრისთვის. 29 წლის ფორვარდი კი ამ წარმატებების ერთ-ერთი სულის ჩამდგმელია.
"რამდენად შორს წავალთ ? რატომაც არა ბოლომდე! ჩვენ შესანიშნავად ვთამაშობთ სახლში. იგივენაირად გამოვიყურებით სტუმრადაც. ასე რომ ჩემპიონობაზე ფიქრი სავსებით რეალური რამ არის."
"გერმანიაში ურთულესი მატჩი გველის. სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი. მათ ძლიერი და დაბალანსებული გუნდი ჰყავთ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩვენ შეგვიძლია მათი გაჩერება."