FCI.ge
FCI.ge
მანჩესტერში მიემგზავრება, მაგრამ.... |
მიუნხენის ბაიერნის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ არიენ რობენი სამშაბათს მანჩესტერში გუნდთან ერთად გაემგზავრება. ჯერჯერობით უცნობია შეძლებს თუ არა ჰოლანდიელი თამაშს. საკითხი გერმანიაში დამატებითი გამოკვლევის შედეგად გადაწყდება. ვან გაალისათვის კიდევ ერთი სასიხარულო ამბავია, ექიმებმა თამაშის უფლება მისცეს ვან ბუიტენსაც, რომელმაც ფეხი შაბათს შალკესთან გამართულ შეხვედრაში იტკინა.