FCI.ge
FCI.ge
იბრა საბოლოოდ გამოირიცხა |
ბარსელონას ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი საბოლოოდ გამოირიცხა არსენალის წინააღმდეგ მატჩისთვის. მიზეზი კი შვედის ტრავმაა, რომელიც მან მიიღო ბილბაოსთან მატჩამდე. თუმცა იბრას არ ყოფნა იმ თამაშში ბარსასთვის არ იყო დიდი დანაკლისი, მის ნაცვლად გამოსულმა ბოიან კრკიჩმა უდავოდ სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. შვედის დაზიანება იმდენად სერიოზულია, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას არამარტო ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალი, არამედ ელ კლასიკოც.
იბრას გარდა ჯერჯერობით გაურკვეველია შეძლებენ თუ არა მოედანზე გამოსვლას ხერარდ პიკე და იაია ტურე. სავარაუდოთ შვედის ნაცვლად ასულგრანას შეტევის ხაზს გაამაგრებს ან ტიერი ანრი ანაც ზემოთხსენებული ბოიანი. მესისა და პედროს ადგილები ხელშეუხებელია.