FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

წინ ბარსელონა-ინტერია

7-04-2010
0 კომენტარი

დღეს საღამოს გაირკვა ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/2 წყვილი. გუნდები, რომლებიც სრულიად დამსახურებულად გავიდნენ წინ. გუნდები, რომლებიც წელს უკვე შეხვდნენ ერთმანეთს ჯგუფურ ეტაპზ. ესპანეთისა და იტალიის ბოლო წლების საუკეთესო წარმომადგენლები ბარსელონა და ინტერი.

საგზური პირველმა იტალიის ჩემპიონმა მოიპოვა, რომელმაც მატჩის დებიუტშივე მოაგვარე ყველაფერი. სნეიდერის ჯარიმა, მილანელი ქომაგების სიხარული, მოსკოველი ქომაგების მწუხარება და მშვიდად გატარებული 90 წუთი. აი ასეთი იყო მატჩი ლუჟნიკების ხელოვნურ საფარიან მოედანზე.

სრულიად საპირისპირო რამ ვიხილეთ მეორე მატჩში. იყო ბრძოლა, მაგრამ ამ ბრძოლამ მხოლოდ 18 წუთი გასტანა, შემდეგ იყო ტრადიციული "ცალკარა" ბარსას შესრულებით. უფრო სწორედ ლეო მესის შესრულებით. არგენტინელმა დღეს 4 გოლი გაიტანა და კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მას მხოლოდ სასწაული თუ შეაჩერებს.

ძნელი სათქმელია არიან თუ არა ეს სასწაული ინტერის ფეხბურთელები, თუმცა ერთი რამ უდავოა, რამდენი გოლიც არ უნდა გაიტანოს მესიმ ინტერესი ამ მატჩს ერთი წამითაც არ დაეკარგება. ეს ჩემპიოთა ლიგის 1/2 ფინალია და ეს ბარსელონა-ინტერია.

https://www.fci.ge/uploads/posts/2010-04/1270589659_messi.jpg
მწვანე ზონა
navige
saitebi