FCI.ge
FCI.ge
ფერგიუსონი დღეს მაჩედას არ გამორიცხავს |
მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი არ გამორიცხავს დღეს საღამოს ფედერიკო მაჩედას მოედანზე გამოსვლას ბაიერნის წინააღმდეგ. ახალგაზრდა იტალიელმა ჩელსისთან გატანილი გოლით დაამტკიცა, რომ იგი უკვე მზად არის დიდი ფეხბურთის სათამაშოდ.
"დიახ ის ჩემს გეგმებშია. არ გამოვრიცხავ მის გამოჩენას დღეს. რთულია მის ასაკში ასეთ დიდ მატჩში მონაწილეობის მიღება, მაგრამ მე მჯერა, რომ იგი უკვე მომწიფდა ამისთვის."
"მიხარია, რომ ხშირი ტრავმები მას არ უშლის ხელს საკუთარი ნიჭის წარმოჩენაში. ჩვენ გუნდში მართლაც, რომ უდიდესი ტალანტის პატრონი თამაშობს, რომელიც მხოლოდ გოლების გატანაზე ფიქრობს."-განაცხადა შოტლანდიელმა სპეციალისტმა.