FCI.ge
FCI.ge
ფერგიუსონი: ''გერმანელებს გაუმართლათ'' |
მატჩის შემდგომ ალექს ფერგიუსონმა ბაიერნთან დაპირისპირებაზე ისაუბრა: "ყველაფერი იქიდან უნდა დავიწყოთ, რომ 50-ე წუთზე მცველი გაგვიგდეს, ბავარიას ძალიან ცოტა მომენტი ჰქონდა, მაგრამ მათ ეს მომენტები იდეალურად გამოიყენეს. რობენის გოლი შესანიშნავი იყო, მაგრამ მას დარტყმის საშუალება მისცეს, ეს კი იმის გამო მოხდა, რომ ფლანგზე კაცი არ გვყავდა, ვინაიდან კაცის გაგდების შემდეგ რუნი შევცვალეთ, ხოლო ნანი წინ წავწიე. თამაშის წაგება ძალიან სამწუხაროა, უკეთესად უნდა გვეთამაშა. პირველ ტაიმი მინიმუმ 4-5 ბურთის სხვაობით უნდა გაგვემარჯვებინა, ხოლო შედეგად ბურთი საკუთარ კარში მივიღეთ. გავიხსენოთ მიუნხენში ჩატარებული შეხვედრა, სადაც პირველი ბურთი გერმანელებმა რიკოშეტიდან გაიტანეს, მანჩესტერში მსაჯზე ზეწოლით კი ჩვენი მცველიც გააგდეს, დამეთანხმემით ალბათ, რომ მათ ოდნავ გაუმართლათ. ფაქტია, მცირე გამართლების გარეშე ფეხბურთში წარმატებას ვერ მიაღწევ! ჩვენი ბრძოლა კი ჯერ არ დასრულებულა, პრემიერ ლიგაში გამარჯვებისთვის სეზონის ბოლომდე მატჩამდე ვიბრძოლებთ" - აცხადებს სერ ალექსი.