FCI.ge
FCI.ge
''ბარსასი არ გვეშინია'' |
მილანის ინტერის ნახევარმცველმა უესლი სნეიდერმა განაცხადა, რომ მის გუნდს არ ეშინია ბარსელონასი და ნერიაძური ღირსეულ მტერს ღირსეულად დაუხვდება.
"ჩვენ არ გვეშინია არც ბარსასი და არც სხვა ვინმესი. რა თქმა უნდა კატალონიელებს პატივს ვცემთ, რადგანაც ისინი ერთ-ერთი საუკეთესოები არიან ამჟამად მსოფლიოში. მათ უძლიერესი გუნდი ჰყავთ, თუმცა მე მშვიდად ვარ,რადგანაც ჩვენ გვყავს ჟოზე მოურინიო. დარწმუნებული ვარ პორტუგალიელი რაიმე განსაკუთრებულს დაუპირისპირებს ბარსელონას."-განაცხადა ნერიაძურის მე-10 ნომერმა.
პირველი თამაში ხვალ გაიმართება მილანში, ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე. განმეორებითი კი კამპ-ნოუზე. ბევრი მიიჩნევს, რომ ყველაფერი მეორე თამაშში გაირკვევა, ვნახოთ რა მოხდება...