FCI.ge
FCI.ge
ერთმანეთის პირისპირ |
მორიგი განხცადებები გააკეთეს ბარსელონას და ინტერის მწვრთნელებმა.
- პეპ გუარდიოლა: "ესპანიოლთან ფრე უკვე წარსულშია, ჩვენ ზედიზედ მესამეჯერ გავედით ლიგის ნახევარფინალში და მთავარი ახლა მხოლოდ ეს არის. ძალიან მიხარია, რომ იტალიელებმა მოსკოვის ცსკა გამოაგდეს. მართალი რომ გითხრათ დღეს არ ვიცი როგორ ინტერს უნდა ველოდოთ. მოურინიო მუდმივად სხვადასხვა სტილის ფეხბურთს ათამაშებს მილანელებს, ამიტომ წინასწარ ძალიან რთულია ვინმეს უპირატესობაზე საუბარი, მით უფრო, რომ მათ ისეთი უნივერსალური ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებსაც თამაშის ბედის შეცვლა ყოველთვის შუძლიათ.
- ჟოზე მოურინიო: "ბარსელონა უკვე მეორე წელია რაც ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს. მათ ძალიან ძლიერი ცენტრი ჰყავთ, ისინი დიდი ხანია ერთად თამაშობენ. ჩვენი მიზანია მათ ცენტრი არ მივცეთ და თუ ამას შევძლებთ, მაშინ სასურველ შედეგსაც მივაღწევთ. გუარდიოლამ იცის როგორ უნდა ითამაშოს შეტევაში და მას ამაში საუკეთესო ფეხბურთელები ეხმარებიან. ამ ყველაფრის მიუხედავად ეჭვი არ მეპარება ინტერის წარმატებაში. ჩვენ შეგვიძია ბარსას დამარცხება. "
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.