FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

არავინაა შეუჩერებელი!

21-04-2010
0 კომენტარი

ჩემპიონთა ლიგის პირველმა 1/2 ფინალმა შესაძლოა ყველა კითხვას ჯერ არ გასცა პასუხი, მაგრამ გუშინ ბევრი რამ გამოჩნდა და დამტკიცდა. კერძოდ კი ის, რომ არავინაა შეუჩერებელი და ყველას დამარცხებაა შესაძლებელი. წელს ბარსა პირველად დამარცხდა როცა თამაშს ის იგებდა, დღეს ბარსას ინტერმა პირველად გაუტანა გოლი და ამით ინტერმა უდიდესი ნაბიჯი გადადგა წინ. ბევრის აზრით შავ-ლურჯებმა ბარსელონა ციდან მიწაზე "ჩამოაგდეს", თუმცა ჯერჯერობით მაინც არაფერია გარკვეული.

თამაშს რაც შეეხება, შეხვედრა ბარსას უპირატესობით დაიწყო და მათ ჩვეულ სტილში გრძელდებოდა. ანგარიშიც კატალონიელებმა გახსნეს. გოლი პედროს ანგარიშზეა, რომელსაც ჩინებული გადაცემა გაუკეთა ფლანგიდან შეჭრილმა ექს-ინტერელმა მაქსველმა. მეორე შედარებით უფრო მაღალმა ექს-ინტერელმა, ზლატან იბრაგიმოვიჩმა ამ საღამოს თავი ვერაფრით გამოიჩინა და მოედანზე შეუმჩნევლად იდგა. გუშინ არ გამოირჩეოდა აგრეთვე ბარსას გენიალური ფლეიმეიქერი ხავი, რომელისგანაც განებივრებულები ვართ შესანიშნავი გადაცემებით.

რაც შეეხება მილანალებს, მასპინძელთა ყველა ფეხბურთელი, თუ ბალოტელის არ ჩავთვლით, მოწოდების სიმაღლეზე იყო, განსაკუთრებით კი კვლავ სნეიდერი, მილიტო რა თქმა უნდა მაიკონი.

ამ საღამოს ინტერი ბარსაზე ძლიერი აღმოჩნდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ წინ უკვე ფინალია. ყველაფერს "კამ-ნოუზე" გასამართი ბრძოლა გადაწყვეტს. ყველამ კარგად იცის, რომ მშობლიურ სტადიონზე მესის გაჩერება მართლაც შეუძლებელია. ვნახოთ, შეძლებს თუ არა არგენტინელი იგივეს გამეორებას, რაც არსენალთან გააკეთა.

https://www.fci.ge/uploads/posts/2010-04/1271830738_inter.jpg
მწვანე ზონა
navige
saitebi