FCI.ge
FCI.ge
''არ მიაქციოთ ყურადღება მოურინიოს!'' |
ბარსელონას მეკარემ ვიქტორ ვალდესმა განაცხადა, რომ ინტერთან წაგებული თამაში არაფერს ნიშნავს და მომავალ კვირას მისი გუნდი ყველაფერს გააკეთებს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასაღწევად. ვალდესი მოუწოდებს თავის თანაგუნდელებს არ მიაქციონ ყურადღება ჟოზე მოურინიოს კომენტარებს და მხოლოდ თამაშზე იფიქრონ.
"ჩვენ გამარჯვებაზე ვფიქრობთ და არა იმაზე თუ ვინ რას ამბობს ჩვენზე. მოურინიოს ყურადღებას არ ვაქცევთ. შემდეგ კვირას გაირკვევა თუ ვინ არის ჩვენ შორის უძლიერესი. ჩვენ უდიდესი ზეწოლის ქვეშ ვართ, მაგრამ ამის მიუხედავად მოგებაში დარწმუნებული ვარ. მაყურებელს მინდა ვუთხრა, რომ წინ მას კიდევ ერთი დაუვიწყარი საღამო ელის კამპ ნოუზე."-განაცხადა ვალდესმა.