FCI.ge
FCI.ge
სნეიდერი საბოლოოდ გამოირიცხა?! |
როგორც ცნობილი ხდება, მილანის ინტერის ნახევარმცველი უესლი სნეიდერი ტრავმის გამო ვერ შეძლებს ბარსელონას წინააღმდეგ თამაშს, თუმცა ფეხზე წამოდგომის მცირე შანსი მაინც არსებობს. გასულ უიკ-ენდზე ატალანტას წინააღმდეგ ჩატარებული ერთი ტაიმი ჰოლანდიელის მაქსიმუმი აღმოჩნდა.
ჟოზე მოურინიომ დანაკლისის შესახებ ჯერჯერობით არ გაუკეთებია კომენტარი, მას ჯერ კიდევ არ ამოუშლია საბოლოოდ სნეიდერის გვარი განაცხადიდან. ნერიაძურის თავისი გამთამაშებლის გარდა კიდევ დეიან სტანკოვიჩი არ ეყოლება, რომელსაც ყვითელი ბარათები დაუგროვდა.