FCI.ge
FCI.ge
''ინტერთან ფეხბურთს მხოლოდ ჩვენ ვითამაშებთ'' |
ბარსელონას მცველი ხერარდ პიკე მილანის ინტერს განსაკუთრებულ დახვედრას ჰპირდება. მისი თქმით, კამპ ნოუზე ყოფნისას იტალიელებს 90 წუთით შეეზიზღებათ ფეხბურთი. ამაში კი მთავარი როლი ბარსას ინჩასებმა უნდა ითამაშონ.
"მე მსურს იმ საღამოს ვიხილო ისეთი კამპ ნოუ, როგორიც ჯერ არ ყოფილა. ინტერის ფეხბურთელებს 90 წუთი კოშმარი ელოდებათ. ამას მე ჩვენი ქომაგების სახელით ვპირდები. ასეთ ატმოსფეროში ბუნებრივია მხოლოდ ერთი გუნდი ითამაშებს, და ეს ვართ ჩვენ!"
"კამპ ნოუ სან-სიროზე დიდია. ბალახიც მოკლეა და ბურთიც უფრო სწრაფად მოძრაობს. ეს გარემოებები ჩვენ ხელს გვიწყობენ. იმ საღამოს კამპ ნოუზე იქნება მთელი კატალონია. ეს იქნება უდიდესი სანახაობა."-განცხადა პიკემ.