FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ტოტენჰემმა ოცნება აიხდინა

6-05-2010
0 კომენტარი

დღეს ინგლისურ პრემიერლიგაში გაიმართა მატჩი, რომელიც შეიძლება არ იყო საჩემპიონო დუელი, თუმცა მისი მნიშვნელობა უაღრესად დიდი იყო. დღეს გაირკვა ჩემპიონთა ლიგის მეოთხე საგზურის მფლობელის ვინაობა. წელს დაირღვა უკვე მიღებული ტრადიცია, სადაც პირველი ოთხი ადგილი ყოველთვის დაჯავშნული იყო ოთხი გრანდის მიერ.

წლევანდელ სეზონში ერთი გრანდის უნიათო თამაშის წყალობით განთავისუფლდა გზა დიდი წარმატებისკენ. ამ წარმატებისთვის იბრძოდნენ მანჩესტერ სიტი, ასტონ ვილა და ტოტენჰემი. გამარჯვებულები კი "დეზები" გამოვიდნენ. სწორედ ტოტენჰემი იქნება და არა ლივერპული და სიტი ინგლისის მეოთხე წარმომადგენელი ჩემპიონთა ლიგაზე. ალბათ სერ ალექს ფერგიუსონი მართალი იყო, როდესაც აცხადებდა, რომ ეს ყველაზე ძლიერი ტოტენჰემია რაც  კი მას უნახავს. სწორედ ეს ტოტენჰემია ის, რომელიც საკმარისად ძლიერი აღმოჩნდა გამხდარიყო რჩეული გრანდთა შორის, რომელმაც დაამარცხა არსენალი, ჩელსი და სიტი. ლონდონელებმა დღეს აიხდინეს ოცნება, ეს ოცნება კი მათ უდიდესი შრომის ფასად დაუჯდათ. არ შეიძლება ბეილისა და კრაუჩის თამაშის დავიწყება, დღევანდელ წარმატებაში უდიდესი წვრილი სწორედ ამ ორმა ფეხბურთელმა შეიტანა.

https://www.fci.ge/uploads/posts/2010-05/1273095324_tottenham.jpg
მწვანე ზონა
navige
saitebi