FCI.ge
FCI.ge
''ფინალი კარგი სანახავი იქნება'' |
ევროპის თასის ფინალის დაწყებამდე საათები რჩება. გულშემატკივარს მოეხსენება, რომ ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს მადრიდის ატლეტიკო და ლონდონური ფულჰემი შეხვდებიან. უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ Sky Sports News-თან საუბარში შემდეგი კომენტარი გააკეთა: "ფინალში ორი კარგი გუნდი გავიდა, მათ არაერთი ძლიერი კლუბი გამოთიშეს ასპარეზობას. ფეხბურთში პროგნოზის გაკეთება ფაქტიურად შეუძლებელია. აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, პატარა კლუბმა მოუგოს დიდს და პირიქით. ფინალს რა თქმა უნდა დავესწრები, მე ხომ გამარჯვებული გუნდის კაპიტანს თასი უნდა გადავცე. ატლეტიკოს ევროთასებზე ტრადიციები გააჩნია, ფულჰემი კი ახალი კლუბია და ფინალი კარგი სანახავი იქნება."