FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ფინალზე არ დაიშვება

17-05-2010
0 კომენტარი

სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ განიხილა მიუნხენის ბაიერნის საჩივარი უეფს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც ფრანგ ნახევარმცველს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა მისჯილი. გერმანელთათვის სამწუხაროდ სასამართლომ ძალაში დატოვა უეფას სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება და ფრენკს მოახლოებული ლიგის ფინალის გამოტოვება მოუწევს. შეგახსენებთ, რომ საუბარია რიბერის მიერ ნახევარფინალურ შეხვედრაში მიღებულ წითელ ბარათზე. ფრანგი ლიონელ ლისანდრო ლოპესს ეუხეშა რის გამოც არბიტრმა ის მოედნიდან დაუყოვნებლივ გააძევა. ეპიზოდი პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში მოხდა და რიბერიმ განმეორებითი მატჩიც გამოტოვა. ერთობ უცნაურია სადისციპლინო კომიტეტისა და სასამართლოს გადაწყვეტილება 3 მატჩიანი დისკვალიფიკაციის შესახებ. უხეშობა და გაძევება საკამათო არაა, მაგრამ 3 შეხვედრაში მონაწილეობის მიღების აკრძალვა ზედმეტად მკაცრ გადაწყვეტილებად გამოიყურება. გერმანელთა ერთერთი არგუმენტი გასაჩივრებისა სწორედ ის გახლდათ, რომ უხეშობის მიუხედავად ლიონის ფეხბურთელს ტრავმა არ მიუღია და იმავე შეხვედრის გაგრძელებაც შესძლო.

https://www.fci.ge/uploads/posts/2010-05/1274121449_ribery-551.jpg
მწვანე ზონა
navige
saitebi