FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

საღამო მშვიდობისა, დონ ფლორენტინო

22-05-2010
0 კომენტარი

დღეს საღამოს სანტიაგო ბერნაბეუს სტადიონზე გაიმართება ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომელშიც ერთმანეთს მილანის ინტერი და მიუნხენის ბაიერნი შეხვდებიან. მადრიდულ პუბლიკას უესლი სნეიდერი და არიენ რობენი დაუბრუნდებიან. ეჭვს არ იწვევს, რომ მატჩს მადრიდის რეალის ამჟამინდელი პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი დაესწრება, ადამიანი, რომლის გასხვისებული ფეხბურთელებიც ახალ კლუბებში ლიდერები ხდებიან. გადავავლოთ თვალი სპორცმენებს, რომლებიც პერესმა გუნდიდან გაუშვა: ფერნანდო რედონდო, კლოდ მაკელელე, ფერნანდო იერო, ფერნანდო მორიენტესი, ვისენტე დელ ბოსკე, ესტებან კამბიასო, უესლი სნეიდერი, არიენ რობენი და კიდევ არაერთი შესანიშნავი მოთამაშე. ყველაზე დასანანი კი ისაა, რომ მიმდინარე ზაფხულს კლუბის დატოვება შეიძლება რაულს მოუწიოს. კაპიტანი მადრიდში მოურინიოს ჩასვლას ელოდება, რათა გაარკვიოს, მიეცემა თუ არა მას მომავალ სეზონში თამაშის საშუალება. საუბარია ასევე გონსალო იგუაინის გაშვებაზეც, რომელთანაც ხელშეკრულების გაგრძელებას ამჟამინდელი რეალის ხელმძღვანელობა არ ჩქარობს. არადა გონსალო, რომელმაც ფეხი სწორედ რომ რეალში აიდგა, ბერნაბეუს პუბლიკის ერთერთი საყვარელი მოთამაშეა. სტადიონზე ვიხილავთ რეალის ახალგაზრდული სკოლის კიდევ ერთ წარმომადგენელს, ზემოთ ნახსენებ ესტებან კამბიასოს, რომელიც ჩვენთვის უცნობი მიზეზის გამო მარადონამ მუნდიალს მიღმა დატოვა. ქვევით კი გთავაზობთ ვიდეო მასალას უესლი სნეიდერისა და არიენ რობენის მონაწილეობით მადრიდის რეალის შემადგენლობაში

 

https://www.fci.ge/uploads/posts/2010-05/1274521681_sneijder-y-robben-1.jpg
მწვანე ზონა
navige
saitebi