FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

პრევიუ: ბრაზილია VS ესპანეთი

30-06-2013
96 კომენტარი

• ფინალური მატჩის წინ, ბრაზილიის ნაკრების არცერთ ფეხბურთელს მცირე დაზიანებაც კი არ აწუხებთ და "სელესაო" იმ შემადგენლობით ითამაშებს, რომელმაც კონფედერაციის თასის ნახევარ ფინალურ მატჩში, ურუგვაი დაამარცხა.

 

• 

 

წინასამატჩო კომენტარები.

 

ბრაზილია:

 

ნეიმარი - ფინალი ბრაზილია - ესპანეთია და ჩემთვის დიდი პატივია მოედანზე "ბარსას" ფეხბურთელებთან შეხვედრა. ისინი საუცხოო ფეხბურთელები, ნამდვილი ოსტატები არიან და კონფედერაციის თასზე აქამე მათ ყველა მატჩში ვქომაგობდი. გასაგები მიზეზების გამო, მათ ფინალში გამარჯვებას ვეღარ ვუსურვებ. ჩვენ მოედანზე სხვადასხვა მხარეს ვიდგებით და პირადად მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბრაზილიამ გაიმარჯვოს" - დაასრულა ნეიმარმა.

 

ლუის გუსტავო - "ესპანეთთან მატჩში, ალბათ მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველებთან მომიწევს გამკლავება: ხავისთან და ინიესტასთნ. ხავი გუნდურ თამაშში ძალზედ ძლიერია, ინიესტა ამასთან ერთად ძალიან ტექნიკურია . იგი ძალზე ძლიერია ინდივიდუალურად. მათი შეჩერება იოლი არ იქნება, მაგრამ სულ ახლახან "ბაიერნის" სხვა ფეხბურთელებთან ერთად შევძელით "ბარსელონას" შეჩერება და ვიმედოვნებ, რომ ესპანეთის ნაკრებიც "ბარსას" ბედს გაიზიარებს".

 

ლუიშ ფილიპე სკოლარი - "ესპანეთი დიდებული გუნდია, დიდებული ფეხბურთელებით და მწვრთნელით, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ მათი დამარცხება შეგვიძლია. ესპანეთი არის გუნდი, რომელმაც ფინალში კარგი თამაშის ხარჯზე გააღწია. ვფიქრობ, რომ მათი დამარცხების დრო მოვიდა. "მარაკანაზე" 70 000-ზე მეტი გულშემატკივარი იქნება და ბრაზილიელებს გამარჯვებაში დაგვეხმარებიან. დარწმუნებული ვარ, რომ რიო დე ჟანეიროს მცხოვრებლებიც არ ჩამორჩებიან სხვებს" - განაცხადა დიდმა ფილიმ.

 

ტიაგო სილვა: "ჩვენს წინაშე უმაღლესი კლასის გიუნდი ითამაშებს. მათი სათადარიგო ფეხბურთელების კლასი არ განსხვავდება ძირითადი ფეხბურთელების კლასისგან. ისინი მზად არიან ნებისმიერ დროს გამოვიდნენ და გააძლიერონ გუნდის თამაში. უფრო მეტიც, ისინი არიან მსოფლიო ჩემპიონები" - აცხადებს ტიაგო სილვა.

 

ესპანეთი:

 

ინიესტა - "ბრაზილი არის დიდებული გუნდი, მათ ჰყავთ ფანტასტიკური მოთამაშეები და კონფედერაციის თასზე ძალიან კარგად გამოიყურებიან. ამაზე მეტი გამოწვევა არ არსებობს, ჩვენ ბრაზილია ბრაზილიაში უნდა დავამარცხოთ. თუმცა, ჩვენ ვართ მაღალი დონის ოსტატები და შეგვიძლია ამ გამოწვევასთან გამკლავება. ესპანეთი იბრძვის კიდევ ერთი ტიტულის მოსაპოვებლად და ეჭვის შეტანა იმაში, რომ მაქსიმუმს არ გავაკეთებთ უბრალოდ სისულელა. ეს არის ბოლო მატჩი და ყველა 100 პროცენტით უნდა დავიხარჯოთ", - ამბობს ინიესტა.

 

დელ ბოსკე - "ბრაზილია ფინალში ფავორიტად ითვლება. ისინი არიან 5 გზის მსოფლიოსა და 3 გზის კონფედერაციის თასის მფლობელები, ამას ემატება ისიც, რომ თამაში "მარაკანაზეა". "მათ აქვთ დიდი პლიუსი, მარსელოსა და დანი ალვეშის სახით. ამ ფეხბურთელებს შეუძლიათ მატჩის წაყვანა. ნეიმარი ფანტასტიკურად ასპარეზობს და მინდორზე ბრწყინვალედ მოქმედებს, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ მხოლოდ ნეიმარზე, რადგანაც ბრაზილია ერთი ფეხბურთელი არ არის", - განაცხადა დელ ბოსკემ.

 

კასილიასი -  " ეს იქნება დიდებული მატჩი, რომელიც ორივე გუნდისთვის ოცნებაა, საბოლოოდ ორივე გუნდი აქ იმისთვის არის, რომ დაეუფლოს საპატიო პრიზს და გახდეს კონფედერაციის თასის გამარჯვებული. ბრაზილიამ აჩვენა ძლიერი ძალა ამ ჩემპიონატში და გაიტანა ბევრი გოლი, იცის გასათვალისწინებელია, რომ მათ მოუწევთ საკუთარ კედლებში, გულშემატკივრების თვალწინ თამაში რაც დიდი პატივია", - ამბობს იკერი. 

• ბრაზილიას 10 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, აქედან 5 მატჩი მოიგეს, ამდენივე ფრედ დაასრულეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბრაზილიელები სახლში ბოლოს 1975 წელს დამარცხდნენ.

 

• ეს გუნდები, ერთმანეთს სულ 7 ჯერ შეხვედრიან. აქედან 4 ში ბრაზილიელებმა იმარჯვეს, 2 ესპანელებმა, 2 მატჩი ფრედ დასრულდა. 

 

• ბოლო მატჩი ამ გუნდებს შორის 1999 წელს გაიმართა და ფრედ 0-0 დასრულდა.

 

• 1950 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, ბრაზილიამ სწორედ მარაკანაზე დაამარცხა ესპანეთი გამანადგურებელი ანგარიშით 6-1.

 

• ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში, 4 ისეთი ფეხბურთელია, რომელებიც ესპანურ კლუბებში ასპარეზობენ.

 

• ესპანეთს 29 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვთ(25 მოგება, 4 ფრე), რაც რეკორდი გახლავთ. "ფურია როხა" ბოლოს 2010 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე შვეიცარიასთან დამარცხდა.

 

• ესპანეთმა ოფიციალურ მატჩში ბრაზილია ერთადერთხელ 1934 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე დაამარცხა, ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში. აღსანიშნავია, რომ ეს მაყჩი ამ ნაკრებებს შორის პირველი იყო.

 

• 2010 წლის შემდეგ, ესპანეთმა 6 ლათინო ამერიკული გუნდის დამარცხება მოახერხა.

 

• ფერნანდო ტორესმა ესპანეთის რიგებში, ბოლო სამ მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა და მიმდინარე კონფედერაციის თასის ბომბარდირია.

https://www.picz.ge/img/s2/1306/30/5/5d892e140aa6.jpg
ჩემპიონატი ფარიღი მასპინძელი ანგარიში სტუმარი
ამხანაგური მატჩი 13 ნოემბერი, 1999 წელი ესპანეთი 0-0 ბრაზილია
ამხანაგური მატჩი 12 სექტემბერი, 1990 წელი ესპანეთი 3-0 ბრაზილია
მსოფლიოს ჩემპიონატი 1 ივნისი, 1986 წელი  ესპანეთი 0-1 ბრაზილია
მსოფლიოს ჩემპიონატი 7 ივნისი, 1978 წელი ბრაზილია 0-0 ესპანეთი
მსოფლიოს ჩემპიონატი 6 ოვნისი, 1962 წელი ბრაზილია 2-1 ესპანეთი
ჩემპიონატი ფარიღი მასპინძელი ანგარიში სტუმარი
ამხანაგური მატჩი 13 ნოემბერი, 1999 წელი ესპანეთი 0-0 ბრაზილია
ამხანაგური მატჩი 12 სექტემბერი, 1990 წელი ესპანეთი 3-0 ბრაზილია
მსოფლიოს ჩემპიონატი 1 ივნისი, 1986 წელი  ესპანეთი 0-1 ბრაზილია
მსოფლიოს ჩემპიონატი 7 ივნისი, 1978 წელი ბრაზილია 0-0 ესპანეთი
მსოფლიოს ჩემპიონატი 6 ოვნისი, 1962 წელი ბრაზილია 2-1 ესპანეთი
მწვანე ზონა

უკან1 2 3 4 5 წინ

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi