FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

სკოლარი: ესპანეთი არაა ფავორიტი

30-06-2013
12 კომენტარი

ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იმედოვნებს, რომ ოცნებას აისრულებს და "სელესაო", კონფედერაციის თასის მოგებით, ღირსებას დაიცავს..

"ფურია როხა" ევროპის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები არიან, მაგრამ სკოლარი მათ ფავორიტად არ მიიჩნევს.

"მე ესპანეთს ფავორიტად არ მივიჩნევ. ისინი ბოლო 6 წლის განმავლობაში საოცრად განვითარდნენ და უმნიშვნელოვანესი ტიტულები მოიგეს და კვლავ შესაძლებელია, რომ მოგებათა სერია განაგრძონ. მაგრამ ჩვენ უპირატესობა გვაქვს, რადგან გვერდში ფანები გვიდგანან. ჩემპიონატის დაწყებიდანვე ვოცნებობდით, რომ ფინალამდე გაგვეღწია, ხოლო შემდეგ ეს ჩემპიონატი მოგვეგო."-განუცხადა ფილიპე სკოლარიმ ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე.

სკოლარი სტილის შეცვლას არ აპირებს: "ზოგი ესპანეთის წინააღმდეგ სათამაშო სტილს შეცვლის, მე კი არა. მე იგივე ფეხბურთის თამაშს ვაპირებ და დარწმუნებული ვარ, რომ ესპანეთს სერიოზულ წინააღმდეგობას გავუწევთ. ჩვენთვის საჭიროა, რომ თამაში ისე განვაგრძოთ, როგორც კონფედერაციის თასს და ამხანაგურ შეხვედრებს, ინგლისის და საფრანგეთის წინააღმდეგ ვთამაშობდით. ესპანეთი მართლაც ულამაზეს ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ეს საკმარისი არაა."

ფანების მთავარი მიზანი მაინც მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაა, 2014 წელს, მაგრამ სკოლარის ძალიან უნდა ესპანეთის დამარცხებაც: "ჩვენ ნათლად აღვნიშნეთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატამდე სწორი გზით მივდივართ. ჩვენ ფავორიტები ვიქნებით, რამდენიმე გუნდთან ერთად."

https://www.fci.ge/uploads/posts/2013-06/1372316342_1020631-16487713-640-360.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi