FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ტორესი: სწრაფმა გოლმა ჩვენზე იმოქმედა

1-07-2013
8 კომენტარი

ტორესმა "მარაკაზე" ბრაზილიასთან მარცხი ახსნა. მან ისიც დასძინა, რომ ამ პრობლემებს აუცილებლად გამოასწორებენ..

"მათ გამარჯვებაში ყველაზე მეტად მე-2 წუთზე გატანილი გოლი დაეხმარათ. ამ დროიდან, ჩვენი სათამაშო სტილი და საერთოდ ყველაფერი შეიცვალა. ჩვენ ამ სიტუაციიდან ვერადავერ გამოვედით და ამიტომ, ფინალი წავაგეთ. დანებება არც კი გვიფიქრია. უწესრიგოდ ვთამაშობდით, შემდეგ საქმე უფრო ცუდად წაგვივიდა და ბრაზილიამ კიდევ ერთი გოლი გაიტანა."-განუცხადა ტორესმა Fifa.com-ს.

"გვჯეროდა, რომ ქამბექის შესრულებას შევძლებდით, მაგრამ ტაიმი კვლავ ცუდად დავიწყეთ და მეტოქეს მესამე გოლის გატანის საშუალება მივეცით. შემდეგ ყველაფერი კვლავ ცუდად დატრიალდა, ვერ გავიტანეთ პენალტი. ეს ერთ-ერთი დღე იყო, როდესაც ჩვენ თამაში არ წაგვივიდა."

"ეს უბრალოდ ერთი თამაში იყო, სადაც მოწინააღმდეგემ ჩვენზე კარგად ითამაშა. ასეთი მატჩები უკვე ჩაგვიტარებია. ჩვენ ინგლისის, პორტუგალიის და იტალიის წინააღმდეგაც ცუდად ვითამაშეთ. მაგრამ ისინი იყო ამხანაგურები და ეს იყო ფინალი. ახლა ისღა დაგვრჩენია, რომ ბრაზილიას ჩემპიონობა მივულოცოთ. გუშინ კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ბრაზილიის დამარცხება მარტივი არ არის. 1 წლის შემდეგ აქ დავბრუნდებით და საკუთარ ღირსებას დავიცავთ."-დაასრულა ევროპის და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა.

https://www.fci.ge/uploads/posts/2013-06/1372327368_top.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi