FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

უმაღლესი ლიგა - მე-9 ტური

20-10-2013
39 კომენტარი

დღეს, საქართველოში უმაღლესი ლიგის მე-9 ტურის მატჩები გაიმართა, რომელეთაგანაც 2 უხვგოლიანი გამოდგა.

 

ტურის ცენტრალური მატჩი "დინამო არენაზე" გაიმართა, სადაც "დინამომ" "ჩიხურას" უმასპინძლა და მეტოქე მიწასთან გაასწორა. თბილისელებმა საჩხერელები 6:1 გაანადგურეს.

 

შეხვედრაში დინამოელთა მხრიდან 3 გოლი ხისკომ გაიტანა, 2 დვალმა, ერთი კი ძარიამ. ასევე, დინამოელთა კარშიც დინამოელმა გაიტანა გოლი, ავტოგოლი კვარაცხელიას ანგარიშზეა.

 

ამავე ანგარიშით (6:1) დაამარცხა "მეტალურგმა" რუსთავში მარტვილის "მერანი", რომელიც მიმდინარე სეზონში კარგად გამოიყურება და რუსთაველებზე წინ არის ცხრილში. "მეტალურგელთა" მხრიდან გოლები კაკუბავამ, გეწაძემ, ფიფიამ, რაზმაძემ, კრიკიტაძემ და საჯაიამ გაიტანეს. ერთი გოლი გაქვითა "მერანელმა" პაპუნაშვილმა.

 

მატჩში აღსანიშნავი იყო 2 წითელი ბარათი, არბიტრმა მე-16 წუთზე მიხეილ მახვილაძე გააძევა, 38-ეზე კი მელიავა.

 

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მორიგი მატჩი მოიგო უმაღლეს ლიგაში გადმოსულმა "გურიამ". მათ სტუმრად "ცხინვალი" დაამარცხეს, ანგარიშით 0:1. შეხვედრაში ერთადერთი გოლი ლეგიონერმა, ვილი ისიანიმ 61-ე წუთზე გაიტანა.

 

მორიგი წარუმატებლობა განიცადა "ზესტაფონმა" შინაურ არენაზე. მათ ამჯერად ზესტაფონში "ვიტ ჯორჯია" მიიღეს და შეხვედრა ფრედ 1:1 დაასრულეს. მე-16 წუთზე ანგარიში საბა ლომიამ გახსნა, 38-ეზე კი კასრაძემ გაათანაბრა.

 

უმაღლესი ლიგის ერთ-ერთმა ლიდერმა, ქუთაისის "ტორპედომ" შინ ბოლნისის "სიონი" მიიღო და ყველასათვის მოულოდნელად 3 ქულის მოპოვება ვერ მოახერხა. მატჩ ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში 24-ე წუთზე სამხარაძემ გახსნა, 40-ე ზე კი საბანაძემ გაათანაბრა.

 

ასევე, ვერ შეძლო მორიგი მატჩის მოგება გორის "დილამ", რომელიც მიმდინარე სეზონში წარუმატებლად ასპარეზობს. გორელებმა შინ "ზუგდიდი" მიიღეს და შეხვედრა ფრედ 1:1 დაასრულეს.

 

უმაღლესი ლიგა მე-9 ტურის მატჩები:

დილა 1:1 ზუგდიდი

მეტალურგი 6:1 მერანი

ცხინვალი 0:1 გურია

ტორპედო 1:1 სიონი

ზესტაფონი 1:1 ვიტ ჯორჯია

დინამო 6:1 ჩიხურა

 

გათამაშების ცხრილი:

  Nგუნდი თ.მ.ფ.წ.ბ/შბ/შბ/შ
  1 დინამო 9 7 1 1 25 8 17 22
  2 ტორპედო 9 5 4 0 14 5 9 19
  3 ჩიხურა 9 5 1 3 18 17 1 16
  4 გურია 9 5 0 4 9 9 0 15
  5 მეტალურგი 9 4 2 3 15 15 0 14
  6 ვიტ ჯორჯია 9 3 3 3 14 12 2 12
  7 დილა 9 3 3 3 11 11 0 12
  8 მერანი 9 4 0 5 12 20 -8 12
  9 ზესტაფონი 9 3 2 4 10 8 2 11
  10 სიონი 9 2 3 4 11 14 -3 9
  11 ზუგდიდი 9 1 3 5 4 14 -10 6
  12 ცხინვალი 9 1 0 8 4 14 -10 3

https://www.fci.ge/uploads/posts/2013-10/1382285911_untitled-1.jpg
მწვანე ზონა

უკან1 2 წინ

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi