FCI.ge
FCI.ge
„ჩელსი“ უკმაყოფილოა მსაჯთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით „მანჩესტერ სიტისთან“ შეხვედრაში. ჯოზე მოურინიო ამბობს, რომ საჭირო იყო „სიტის“ მოთამაშეების გაძევება, ოფიცალური პრეს-სამსახური კი უკმაყოფილებას გამოთქვამ არჩათვლილი გოლის გამო. შეგახსენებთ, რომ რამირესმა 50-ე წუთზე გოლი გაიტანა, როდესაც ანგარიში ჯერ კიდევ 1:0 იყო, მაგრამ თამაშგარე სიტუაციის გამო ბურთი არ ჩაითვალა.