FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ზუგდიდი დინამოსთვის ემზადება

9-12-2013
2 კომენტარი

XXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის 16-ე ტურის მატჩში, საფეხბურთო კლუბი „ზუგდიდი“ განმუხურის სტადიონზე თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს.  

 

უმაღლეს ლიგაში ამ გუნდებს შორის დაპირისპირების სტასტიკური ბალანსით,  აშკარა უპირატესობას ფლობს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი. მიმდინარე საფეხბურთო სეზონზე კი თბილისის „დინამომ“ ზუგდიდური გუნდი, „დინამო“არენაზე 3:0 დაამარცხა. ყველაზე ტიტულოვან კლუბს წლევანდელ გათამაშებაში 36 ქულა აქვს და ცხრილს მყარად უდგას სათავეში. ზუგდიდელთათვის თითოეულ ქულას კი სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მასპინძელთა გუნდი 8 ქულით ცხრილის ბოლოში იმყოფება. რაც შეეხება ზუგდიდელთა მზადებას - გიორგი დარასელიას შეგირდები ტრადიციულად ვარჯიშს „ბაიას“ბაზაზე აგრძელებენ.  მასპინძელთა გუნდი, რომელსაც შემადგენლობის მხრივ ფართო არჩევანი არა აქვს, კვლავ დანაკლისით ხვდება მორიგ ტურს. თბილისელებთან მატჩში საკუთარ გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება ლუკა გუგუჩია, ხოლო დისკვალიფიკაციის გამო ზუგდიდელთა რიგებს ცენტრალური მცველი ნიკოლოზ აფაქიძე გამოაკლდა. დანარჩენი ფეხბურთელები კი  სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან. დღემდე  ჩატარებული „ზუგდიდი“ - თბილისის „დინამოს“ მატჩი, ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა და გამონაკლისი არც ხვალინდელი შეხვედრა იქნება.

 

 „ზუგდიდი - თბილისის „დინამოს“ შორის შეხვედრა ხვალ, 9 დეკემბერს, განმუხურის სტადიონზე 14:00 საათზე დაიწყება.

 

ზუგდიდის ოფიციალური ვებგვერდი

https://fczugdidi.ge/images/DSC_5841.JPG
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi