ფრანჩესკო ტოტიმ რომას სამპდორიასთან მატჩში გამარჯვების გოლი მოუტანა. ანგარიში 2-2 იყო და დამატებით წუთზე რომაელთა სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა. ფრანჩესკო ტოტიმ 11 მეტრიანი ზუსტად გამოიყენა, რამაც დედაქალაქელებს გამარჯვება მოაპოვებინა.
ლონდონის „ჩელსის“ ესპანელმა ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა შესაძლოა კარიერა იტალიაში გააგრძელოს. ინგლისური კლუბი მზადაა ფეხბურთელი იანვარში გაყიდოს, სესკის გადაბირება კი იტალიურ „მილანს“ სურს. იტყობინება, TribalFootball.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ კლუბის ვეტერანი ახალწვეული - ზლატან იბრაჰიმოვიჩი კლუბთან ახალ გაუმჯობესებულ კონტრაქტს გააფორმებს. იტყობინება, Goal.
კატალონიის „ბარსელონას“ ლიდერი - ლიონელ მესი კლუბის მაისურით ჩატარებული მატჩების მიხედვით მე-5 მოთამაშეა. მესიმ „ბარსას“ ექს-მეკარეს, ვიქტორ ვალდესს გაასწრო.
რობერტო ბაჯო 1967 წლის 18 თებერვალს იტალიის პროვინციულ ქალაქ ვინჩენცას მიდამოებში დაიბადა. მამამ მას რობერტო იმდროინდელი იტალიელი ფეხბურთელის რობერტო ბონინსენიას საპატივცემულოდ დაარქვა.