FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ზესტაფონი სპარტაკს თბილისში უმასპინძლებს

13-12-2013
2 კომენტარი

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონის” პირველი გუნდი საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურის მატჩისათვის მზადებას შეუდგა. 14 დეკემბერს, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, ზესტაფონელებმა ცხინვალის საფეხბურთო კლუბ "სპარტაკს" უნდა უმასპინძლონ.

 

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში, განსაკუთრებით კი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, დიდი თოვლი მოვიდა. გამონაკლისი არც ზესტაფონი გახლავთ. ქალაქის მთავარი საფეხბურთო არენის ადმინისტრაციისა და პერსონალის მხრიდან სტადიონის გაწმენდის მცდელობის მიუხედავად, სტიქიასთან გამკლავება ვერ ხერხდება. მინდვრის საფარი თოვლის 40-სანტიმეტრიანი ფენითაა დაფარული. ყველაზე საგანგაშო კი ისაა, რომ ზემო იმერეთში კვალავაც თოვს.

 

აქედან გამომდინარე, კლუბის ხელმძღვანელობის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ცხინვალელებთან მატჩისათვის ქვეყნის დედაქალაქში მზადების შესახებ. გუნდი თბილისში დღეს შეიკრიბა და საფეხბურთო კლუბ "ოლიმპიკის" ბაზაზე ემზადება.

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური კი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე სადღეისოდ შექმნილი ვითარების ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ ...

 

ზესტაფონის ოფიციალური ვებგვერდი

https://www.fci.ge/uploads/posts/2013-12/1386885061_dsc03338.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi