FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ტორპედო ზუგდიდთან დამარცხდა

15-12-2013
2 კომენტარი

14 დეკემბერს საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-17 ტურის 2 მატჩი გაიმართა. ქუთაისის „ტორპედო“ „მცხეთა პარკზე“ მასპინძლის რანგში ჩემპიონატის აუტსაიდერ ზუგდიდის „ზუგდიდს“ შეხვდა.

 

დღევანდელი შეხვედრა მოულოდნელი შედეგით - „ტორპედოს“ მარცხით დასრულდა. პირველ ტაიმში პირობით მასპინძელთა მასიურ იერიშებს მხოლოდ რამდენიმეჯერ მოჰყვა ხიფათი, სხვა შემთხვევებში კი საქმე ნახევარმომენტებამდე მიდიოდა. თამაშის მთავარი მოვლენები მის მეორე ნახევარში განვითარდა, უფრო ზუსტად კი რამდენიმე ათეულ წამში, როცა 49-ე და 50-ე წუთებზე, ირაკლი ეხვაიამ „ტყუპი“ თავური გოლებით ორჯერ აიღო ქუთაისელთა კარი - 0:2. მიუხედავად ობურთიანი ჩამორჩენისა, ჟერარდ სარაგოსას გაწვრთნილებს მატჩის გადასარჩენად საკმაო დრო ჰქონდათ და მეტადაც გაზარდეს ზუგდიდელთა შევიწროება, მაგრამ ტორპედოელთა კომბინაციებში დაბნეულობა ჩანდა. ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეცვლაზე შესულმა რევაზ ბარაბაძემ 79-ე წუთზე, უბილავას გადაცემითა და ზუსტი თავური დარტყმით შეამცირა - 1:2. ხელსაყრელი შანსი ამის შემდეგაც არაერთი მიეცა „ტორპედოს“, მაგრამ „მცხეთა პარკი“ გიორგი დარასელიას გუნდისთვის უფრო იღბლიანი გამოდგა, რომელმაც სამთვიანი მოუგებელი სერია ხმაურიანი გამარჯვებით დაასრულა(2:1), „ტორპედო“ კი მის მთავარ მიზანს კიდევ უფრო დაშორდა...

 

ტორპედოს ოფიციალური ვებგვერდი

https://fctorpedo.ge/webcms/_files/1387044779_IMG_7339.JPG
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi