FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

განახლებული მერანი

15-01-2014
4 კომენტარი

"მერანში" მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებებია. "მერანმა" მეორე ეტაპისთვის მზადება დაიწყო, გუნდს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ზურაბ იონანიძე უთავკაცებს, რომელიც ბოლო დროს "ზესტაფონის" მწვრთნელ-სელექციონერად მუშაობდა.

 

რაც შეეხებათ ახალწვეულებს, მათი უმეტესობა დუბლშემადგენლობიდან დააწინაურეს, თუმცა რამდენიმე ცნობილი მოთამაშეც დაიმატეს: "ზუგდიდიდან" მეკარე ზურაბ მამალაძე (31 წლის), "გაგრადან" გიორგიბეგაშვილი (22), "ჩიხურადან" გაგა ჩხეტიანი (30), "ზესტაფონიდან" ალექსი ბენაშვილი (24 ), "გურიიდან"ვლადიმერ ჯოჯუა (33). ხელშეკრულება უკვე გააფორმა "გაგრას" ექსკაპიტანმა გიორგი ტყეშელაშვილმა, თუმცა ტრავმის გამო გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს.

 

- "საწვრთნელი პროცესი ახალი დაწყებული გვაქვს. ვარჯიშებს მარტვილსა და სამტრედიაში ვატარებთ. ვგეგმავთ, უახლოეს მომავალში რამდენიმე ფეხბურთელი დავიმატოთ. "მერანის" მიზანი კვლავ უცვლელია - ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უმაღლეს ლიგაში ადგილი შევინარჩუნოთ. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს არც ისე ადვილია, მაგრამ არა - შეუძლებელი. სავარაუდოდ, შეკრებას თებერვლის დასაწყისში, ანტალიაში ან ურეკში გავივლით", - გვითხრა ზურაბ იონანიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გუნდი მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა დატოვა. ახალგაზრდა სპეციალისტის მოღვაწეობა ხანმოკლე და წარუმატებელი გამოდგა. მისი ხელმძღვანელობით "მერანმა" უკანასკნელი 11 მატჩიდან მხოლოდ ქულა მოიპოვა.

 

ამჟამად "მერანი" 13 ქულით ბოლო ადგილზეა. საუკეთესოთა მარაქაში დასარჩენად მარტვილელებს დიდი ბრძოლების გადატანა მოუწევთ.

 

ჩხეტიანი მუშაობას "ზესტაფონის" სელექციონერად გააგრძელებს.

 

“გუნდში ჩემი მოსვლა შუა სეზონს დაემთხვა, ამას ფეხბურთელთა ტრამვიანობაც დაემატა, რაც სამწუხაროდ, შედეგებში უარყოფითად აისახა. მინდა მადლობა გადავუხადო ხელმძღვანელობას, ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს თანადგომისათვის. კონტრაქტის გაწყვეტა, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მოხდა. „მერანს“ სამომავლოდ წარმატებებს ვუსურვებ“- განაცხადა კახა ჩხეტიანმა გუნდიდან წასვლის შემდეგ.

 

მის გარდა, "მერანი" ერთბაშად ათმა ფეხბურთელმა დატოვა: მეკარეებმა ჯონი შეროზიამ და მიხეილ ხარშილაძემ, მცველებმა გივი ქარქუზაშვილმა, თემურ ფარულავამ, ირაკლი ციცხვაიამ და ლაშაღონღაძემ, ნახევარმცველებმა გიორგი მელქაძემ და ირაკლი ქათამაძემ, თავდასხმელებმა კრისი ბანებამ და სანტოსმა. ვინ სად ითამაშებს, ჯერ ცნობილი არ არის, გარდა ერთისა - გაირკვა, რომ 18 წლის ირაკლი ციცხვაია "დინამო 2"-ს შეუერთდა.

 

მარტვილელებისთვის კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება სტადიონის საკითხი. ამის მიუხედავად, ისინი იმედს არ კარგავენ და სახელმწიფოს მხრიდან გაცემული დაპირების აღსრულების მოლოდინში არიან.

 

მერანის ოფიციალური ვებგვერდი

https://fcmerani.ge/img.php?width=319&height=233&file=uploads/news_275.PNG
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi