FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ჯონი შეროზია: ვიტ ჯორჯიასთან ერთად წარმატების მიღწევა მსურს

11-01-2014
12 კომენტარი

მარტვილის "მერანის" ყოფილმა მეკარემ, ჯონი შეროზიამ FCI.Ge-სთან ისაუბრა.

 

როგორც მოგეხსენებათ, 23 წლის ფეხურთელმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს "მერანი" დატოვა და სათამაშოდ "ვიტ ჯორჯიაში" გადავიდა.

 

"მერანი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დავტოვე, კლუბის დირექტორებთან ყველაფერი მოვაგვარე და მას შემდეგ წამოვედი მარტვლიდან. რა თქმა უნდა, არ არის იოლი ჩემთვის ამ კუთხის დატოვება, რადგან ბევრი ტკბილი მოგონება მაკავშირებს მერანთან."

 

"ამ კლუბში ჩემი ბევრი მეგობარი თამაშობს და მჯერა, რომ ისინი ყველაფერს იზამენ იმისთვის, რომ გუნდი უმაღლეს ლიგაში დატოვონ. ვფიქრობ, რომ მარტვილელები შეძლებენ ადგილის შენარჩუნებას საქართველოს უმაღლეს დივიზიონში."

 

"მქონდა შემოთავაზებები სხვა გუნდებიდანაც, თუმცა ვიტ ჯორჯია ავირჩიე, რადგან ძალიან პერსპექტიული გუნდია. თან ამ დღეებში დიდი სითბო და ყურადღება ვიგრძენი მათი მხრიდან. ნამდვილად კარგი კოლექტივია კლუბში და რაც მთავარია თვითონ გუნდი ბრძოლისუნარიანია. ყველაფერს გავაკეთებ, იმისთვის, რომ ვიტ ჯორჯიასთან ერთად წარმატებას მივაღწიო."

 

"მიმდინარე სეზონში ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი ზედა ექსვეულში მოხვედრა იქნება, რაც შეეხება მომავალში, ვფიქრობ, რომ ამ გუნდს შესწევს იმის ძალა, რომ უფრო მაღალი ადგილისთვისაც იბრძოლოს."

 

"და ბოლოს მინდა, რომ მარტვილის მერანს და ამ გუნდის გულშემატკივარს დიდი მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო", - განაცხადა ჯონი შეროზიამ FCI.Ge-სთან საუბარში.

 

შეგახსენებთ, რომ "ვიტ ჯორჯია" ახლახან მეკარე, ნიკა დაუშვილმა დატოვა, ის "დინამოში" გადავიდა.

https://www.fci.ge/uploads/posts/2014-01/1389983999_untitled-1.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi