FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ვიტ ჯორჯია კვლავ ძლიერდება

19-01-2014
15 კომენტარი

20 წლის ქართველმა მეკარემ, გივი კიკნაძემ FCI.Ge-სთან კომენტარი გააკეთა.

 

როგორც მოგეხსენებათ, "ვიტ ჯორჯიამ" "დინამოში", ახლახან, მეკარე, ნიკა დაუშვილი გაუშვა, რის გამოც ისინი კიპერის ძიებაში არიან. ცნობილია, რომ "ვიტ ჯორჯია" ახლოს არის გივი კიკნაძის შეძენასთან.

 

ახალგაზრდა მეკარემ თავდაპირველად მის უკანასკნელ კლუბებზე გააკეთა კომენტარი:

"კარიერა თენგიზ სულაქველიძის სახელობის სკოლაში დავიწყე, თუმცა ტრავმა მივიღე, რის გამოც თითქმის 2 წელი დასვენება მომიწია. შემდეგ ჩემი რაიონის გუნდში, ჩხერიმელაში აღმოვჩნდი, სადაც დავიბრუნე ფორმა და შევუდექი ვარჯიშს."

 

"სამწუხაროდ ხარაგაულში სიტუაცია აირია, რის გამოც გუნდი დავტოვე. შემოთავაზებაც მქონდა მარკ სტარსისგან, გუნდის ნიგერიელი პრეზიდენტი, კელვინი თავად აკვირდებოდა ჩემს მატჩებს და სურდა, რომ ავეყვანე. მარკ სტარსში მსიამოვნებდა მუშაობა თენგის სულაქველიძესთან, ზაზა ცინარიძესთან და მეკარეების მწვრთნელთან, გია კეკუასთან."

 

"თითქმის გადასული ვარ ვიტ ჯორჯიაში, თუმცა კონტრაქტზე ხელი ჯერ არ მომიწერია, ასე რომ ამაზე ჯერ ბევრს ვერაფერს გეტყვით", - განაცხადა გივი კიკნაძემ FCI.Ge-სთან საუბარში.

 

აქვე იმასაც გეტყვით, რომ Soccerway-ზე უკვე წერია, რომ კიკნაძე "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელია.

 

შეგახსენებთ, რომ "ჩხერიმელა" ამჟამად საქართველოს პირველ ლიგაში მოღვაწეობს, რაც შეეხება "მარკ სტარს" ის მე-2 ლიგაში, თუმცა დიდი ალბათობით, მომავალ წელს პირველ ლიგაში აღზევდება.

https://www.picz.ge/img/s3/1401/18/2/284b6d6300ba.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi