FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ლაშა ღონღაძე: ვეცდები ვიტ ჯორჯიას იმედები გავუმართლო

11-01-2014
44 კომენტარი

"ვიტ ჯორჯიას" კიდევ ერთმა ახალწვეულმა, ლაშა ღონღაძემ FCI.Ge-სთან ისაუბრა.

 

როგორც მოგეხსენებათ, 23 წლის ცენტრალური მცველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მარტვილის "მერანიდან" "ვიტ ჯორჯიაში" გადავიდა. შეგახსენებთ, რომ ის სამეგრელოს გუნდში 2013 წლიდან ირიცხებოდა.

 

"მარტვილის მერანმა ხელი შემიწყო, რათა ჩემს კარიერაში წინ გადამედგა ნაბიჯი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. რა თქმა უნდა, გამიჭირდება ამ გუნდის დატოვება, რადგან მარტვილში თითქმის 1 წელი ვთამაშობდი და ერთი დიდი ოჯახივით ვიყავით აქ. მერანიდან წასვლა ოჯახურმა მდგომარეობამ განაპირობა."

 

"ყველა მარტვილელ გულშემატკივარს უდიდეს მადლობას ვუხდი, რადგან მათ მართლაც განსაკუთრებული გულშემატკივრობა შეუძლიათ, რასაც მე ვგრძნობდი მთელი 1 წლის განმავლობაში. მინდა, რომ მერანს წარმატებები ვუსურვო. იმედი მაქვს, რომ ისინი უმაღლეს ლიგაში დარჩებიან."

 

"მარტვილიდან წამოსვლის შემდეგ რამდენიმე შემოთავაზება მქონდა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი ვიტ ჯორჯიაზე შევაჩერე. ამ გუნდში გადასვლაში განსაკუთრებული როლი, მთავარმა მწვრთნელმა, ბატონმა ზურაბ ბერიძემ ითამაშა."

 

"გამიხარდა, რომ ახალ კლუბში კარგი და მეგობრული სიტუაცია დამხვდა. რაც შეეხება ახალი გუნდის მიზნებს, ჩვენ წელს ექვსეულში შესვლისთვის ვიბრძოლებთ. აშკარაა, რომ ამისთვის ბევრი შრომა მოგვიწევს, რადგან გუნდი ძალიან ახალგაზრდულია."

 

"ვგრძნობ, რომ ვიტ ჯორჯიას მწვრთნელები ჩემში დარწმუნებულები არიან და მე ვეცდები, რომ ბოლომდე გავამართლო მათი იმედები", - განაცხადა ლაშა ღონღაძემ FCI.Ge-სთან საუბარში.

 

აქვე იმასაც გეტყვით, რომ უკანასკნელ კვირაში "მერანიდან" "ვიტ ჯორჯიაში" კიდევ ერთი მოთამაშე გადავიდა. მარტვილიდან მეკარე, ჯონი შეროზია წავიდა. FCI.Ge-მ მასთანაც ჩაწერა ინტერვიუ, იხილეთ ბმულზე.

 

ასევე, ჩვენს საიტზე დაიდო კიდევ ერთი "ვიტ ჯორჯიას" ახალწვეულის გივი კიკნაძის კომენტარი.

https://www.fci.ge/uploads/posts/2014-01/1390242458_untitled-1.jpg
მწვანე ზონა

უკან1 2 3 წინ

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi