FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ლაშა ღონღაძე: ნებისმიერ მეტოქეს გავუწევთ კონკურენციას

23-01-2014
11 კომენტარი

FCI.Ge-მ მატჩიშემდგომ კომენტარი ჩაწერა, "ვიტ ჯორჯიას" ახალწვეულთან ლაშა ღონღაძესთან.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, "ვიტ ჯორჯიამ" ზაზა ბენდელიანის თასის გათამაშებაში აზერბაიჯანული "ყარადაღი" დაამარცხა. გუნდს, რომელიც აზერბაიჯანის უმაღლესი ლიგის პირველ პოზიციაზეა, "ვიტ ჯორჯიამ" 3:1 მოუგო.

 

"მიმაჩნია, რომ ეს ვიტ ჯორჯიას მაქსიმუმი არ ყოფილა. ეს მხოლოდ მოსამზადებელი პერიოდია და თამაშის ხარისხს ალბათ კიდევ მოვუმატებთ. ყარადაღთან გუნდმა კარგად ითამაშა, ეს ანგარიშზეც მეტყველებს, თუმცა ჩვენ კიდევ ბევრი უნდა ვივარჯიშოთ."

 

"რაც შეეხება ჩემს თამაშს, ამ შეხვედრაში დებიუტი მქონდა ვიტ ჯორჯიას შემადგენლობაში და ვთვლი, რომ ნორმალურად ვითამაშე. ახლა კიდევ უნდა განვაგრძო საკუთარ თავზე მუშაობა და ვფიქრობ, რომ ჩემპიონატის განახლების წინ ოპტიმალურ ფორმაში ჩავდგები."

 

"რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, შედეგით კმაყოფილი ვარ, შეხვედრა დაძაბული გამოდგა. ბიჭებმა, მთავარი მწვრთნელის დავალებები მეტნაკლებად შევასრულეთ და გამარჯვებასაც მივაღწიეთ. ეს ჩვენთვის დიდი სტიმულია და იმედი მაქვს ასე გავაგრძელებთ."

 

"ყარადაღი კარგი გუნდია, გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, მიუხედავად ამისა ჩვენ ისინი დავამარცხეთ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ საკმაოდ ძლიერები ვართ და გვაქვს იმის ძალა, რომ ნებისმიერ გუნდს გავუწიოთ კონკურენცია", - განაცხადა ლაშა ღონღაძემ FCI-სთან საუბარში.

https://www.fci.ge/uploads/posts/2014-01/1390402814_untitled-1.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi