FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

გიორგი გველესიანი: გოლის გატანა ყოველთვის სასიამოვნოა

25-01-2014
18 კომენტარი

"დინამოს" ფეხბურთელმა, გიორგი გველესიანმა FCI.Ge-სთან მატჩისშემდგომ კომენტარი გააკეთა.

 

როგორც მოგეხსენებათ, დღეს, დილით ამხანაგურ მატჩში "დინამომ" დიღმის ბაზაზე "ვიტ ჯორჯია" მიიღო და მეტოქე 2:1 დაამარცხა.

 

მე-16 წუთზე ჩისკოს ჩაწოდების შემდეგ, გიორგი გველესიანმა გახსნა ანგარიში. 51-ეზე წონასწორობა ლობჟანიძემ აღადგინა, საბოლოო წერტილი კი "დინამოს" ახალწვეულმა, ირაკლი მოდებაძემ დასვა.

 

"იმის მიუხედავად, რომ ეს ამხანაგური მატჩი იყო, გოლის გატანა ყოველთვის სასიამოვნოა, თანაც მოგეხსენებათ 2014 წელს დინამოს პირველი გოლის გატანის პატივი მე მერგო წილად და რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ."

 

"რაც შეეხება თამაშის მიმდინარეობას, საკმაოდ კარგი მატჩი გამოდგა, ვიტ ჯორჯია ყოველთვის ღირსეულ წინააღმდეგობას გვიწევს. მოგეხსენებათ, ახლა ვიმყოფებით მოსამზადებელ ეტაპზე, ამიტომაც ყველა სათამაშო დეტალი არ არის 100%-ით დახვეწილი, გუნდი შეთამაშების სტადიშია, პირადად მე კმაყოფილი ვარ ჩვენი თამაშის ხარისხით", - განაცხადა გიორგი გველესიანმა FCI.Ge-სთან საუბარში.

 

მიმოხილვა იხილეთ ამ ბმულზე

https://www.fci.ge/uploads/posts/2014-01/1390659894_untitled-1.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi