FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

რევაზ ქემოკლიძე: ჩვენი მიზანი ექვსეულში მოხვედრაა

12-02-2014
30 კომენტარი

FCI.Ge-სთან ბოლნისის "სიონის" ფეხბურთელმა, რევაზ ქემოკლიძემ ისაუბრა.

 

როგორც მოგეხსენებათ, ამჟამად ბოლნისელები თურქეთში იმყოფებიან და ამახანაგურ მატჩებს ატარებენ. უკანასკნელი შეხვედრა ლადო ბურდულის გუნდმა გუშინ გამართა და "დიორი ეტოოს" 1:0 სძლია.

 

"დიორი ეტო არც თუ ისე ცუდი გუნდია, რომელიც მინიმალური სხვაობით დავამარცხეთ. ერთადერთი გოლი 79-ე წუთზე ჯაბა უგულავამ გაიტანა. როგორც ნახეთ, შეხვედრა უხეში გამოდგა, მეტოქეს 2 მოთამაშე გაუძევეს. უპირატესობას რაც შეეხება, სიონმა უამრავი მომენტი შექმნა მეტოქის კართან."

 

"ვფიქრობ, რომ თურქული შეკრება დადებითი გამოდგა სიონისთვის. ფეხბურთელები საკმაოდ კარგად ვვარჯიშობთ და კარგ გუნდებს ვეთამაშებით, რისგანაც დიდ გამოცდილებას ვიღებთ. ეს უკანასკნელი კი ეროვნულ ჩემპიონატში მნიშვნელოვნად დაგვეხმარება."

 

როგორც მოგეხსენებათ, "სიონი" გასულ კვირას "ბატესაც" ეთამაშა, ქემოკლიძემ ამაზეც გააკეთა კომენტარი:"მართალია, ბატესთან დავმარცხდით, თუმცა წასაგები მატჩი ნამდვილად არ იყო. ჩვენც გვქონდა 100%-ანი საგოლე მომენტები და ვერ გამოვიყენეთ."

 

"თურქულ შეკრებაზე თითოეული ფეხბურთელი კარგად გამოიყურება. მე ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ, დატვირთვის ფონზე ვთვლი, რომ ნორმალურად ჩავატარე მატჩები."

 

"სეზონის მეორე ნახევარში მოგეხსენებათ, ჯერ 4 შეხვედრა გვიწევს 12 გუნდიან ჩემპიონატში, შემდეგ კი 6-ულში გადავნაწილდებით. ვფიქრობ, რომ ურთულესი მატჩები გველის, ჩვენი მიზანია ის, რომ პირველ 6-ულში მოხვედრა მოვახერხოთ. იქიდან გამომდინარე, რომ სეზონის წინამოსამზადებელი ეტაპი კარგად ჩავატარეთ, ვფიქრობ, რომ მოვახერხებთ ამ მიზნის განხორციელებას", - განაცხადა რევაზ ქემოკლიძემ FCI.Ge-სთან საუბარში.

 

შეგახსენებთ, რომ "სიონი" თურქეთში უკანასკნელ მატჩს დღეს ჩაატარებს, "სევასტოპოლის" წინააღმდეგ.

 

აქვე იმასაც გეტყვით, რომ რევაზ ქემოკლიძე წარსულში, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, თემურ ქეცბაიასთან, შოთა არველაძესთან, კახა კალაძესთან და სხვა ბევრ გამოჩენილ ფეხბურთელთან ერთად თამაშობდა.

 

 

https://www.fci.ge/uploads/posts/2014-02/1392200614_untitled-1.png
მწვანე ზონა

უკან1 2 წინ

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi